ამის დაჯერება რთულია, მაგრამ ბრიტნი სპირსის და კევინ ფედერლაინის 13 წლის ბიჭი ბაბუას სიკვდილს უსურვებს და საერთოდ არ რცხვენია ამაზე საუბრის.
13 წლის მოზარდმა გადაწყვიტა გასაუბრებოდა ინსტაგრამში გამომწერებს და განაცხადა, რომ ძალიან ღელავს დედაზე. „რამდენიმე კვირაში შევხვდები დედას, მანამდე კი ვცხოვრობ მამასთან ერთად. ყველაფერი კარგად მაქვს“, - ამბობს ჯეიდენი.
ბრიტნის საქმე კი ვერ არის კარგად. თინეიჯერის სიტყვებით, ყველაფერში მამამისი, ანუ ბაბუაა დამნაშავე: “მამამისის გამო დედამ შეიძლება ვეღარასოდეს იმღეროს“.
ჯეიმიმ ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მოსწონს დედას ახალი ბოიფრენდი, თავის მამას კი „იესო“ უწოდა.
შეგახსენებთ, რომ შარშან ბაბუამ სცემა თავისი შვილიშვილი - შონი. ამის გამო ბრიტნიმ შვილები საცხოვრებლად ყოფილ ქმართან გაგზავნა.
კევინ ფედერლაინი ძალიან გაბრაზებული იყო თავის ყოფილ სიმამარზე და ამიტომ პოლიციას მიმართა. პოპმომღერლის მამას გამოუწერეს განრიდების ორდერი, რაც ბავშვთან ურთიერთობის და მიახლოების აკრძალვას გულისხმობს.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 2008 წელს ჯეიმი სპირსი დასახელებული იყო ბრიტნის ოფიციალურ მეურვედ მას შემდეგ, რაც ფედერლაინთან განქორწინების შემდეგ მძიმე პერიოდს გადიოდა. - ალკოჰოლზე დამოკიდებულებისა და ფსიქიკური პრობლემების გამო. ბრიტნის დიდი ხანია ახალი სიმღერა არ ჩაუწერია და სცენაზეც არ გამოსულა. მხოლოდ შარშან დააღწია თავი მამის მეურვეობას, თუმცა ამის გაკეთებას დიდი ხანია გეგმავდა.