"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელს, გუკა რჩეულიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზი ლელა კილაძის საჩივარი იყო - გუკა რჩეულიშვილმა მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია.
გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს შორის ცოტა ხნის წინ კონფლიქტი მოხდა, რის გამოც გუკა რჩეულიშვილზე პოლიციამ შემაკავებელი ორდენი გასცა, თუმცა „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა შემაკავებელი ორდერი დაარღვია და პატიმრობა შეეფარდა.
ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილს გიგი უგულავასთან დაშორების შემდეგ გაჰყვა ცოლად. გუკა რჩეულიშვილი მანამდე ნუცა კუხიანიძეზე იყო დაქორწინებული. გუკას და ლელას საერთო ქალიშვილი თრინითი ჰყავთ.