ბევრი მშობელი და მასწავლებელი დაგეთანხმებათ, რომ ზღაპრები დღემდე რჩება ბავშვებისთვისაც ყველაზე საინტერესო, იდუმალ და საყვარელ გასართობად.
მითუმეტეს დღეს, როცა გლობალურმა ეპიდემიამ ჩაკეტილ სივცეებში მოაქცია უამრავი ბავშვი და ზრდასრული, მშობლებს მეტი დროც გაუჩნდათ შვილეთან კონტაქტისთვის. შესაბამისად, მეტი ფიქრიც სჭირდებათ, რით გაართონ პატარები.ზღაპრები ამ დროს ყველაზე კარგად შეავსებენ ერთად ყოფნის დროს. მითუმეტეს, რომ ზღაპარს უდიდესი დატვირთვა აქვს ბავშვის განვითარებაში. ეს საუკეთესო გზაა ბავშვისთვის გაუგებარი მოვლენების ასახსნელად, ბავშვის ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის,ფანტაზიის განვითარებისთვის, მეტყველებისა და სიტყვათა მარაგის გაუმჯობესებისთვის.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის ემოციური კავშირია, რომელიც ბავშვსა და იმ ახლობელ ადამიანს შორის მყარდება, რომელიც ზღაპარს უკითხავს მას. ზღაპრული სამყარო გაცილებით მარტივად ასწავლის იმ ჭეშმარიტებებს, რაც სოციალიზაციაში და სამყაროს უკეთ აღქმაში ეხმარება.
ამიტომაა, რომ კლასიკური თუ ხალხური ზღაპრები არასდროს კარგავს აქტუალობას და თითქმის ყველა სეზონზე ბესთსელერებში ხვდება.
სწორედ ამის გამო ჟურნალმა "საბავშვო კარუსელმა", რომელიც ათასობით ტირაჟით გამოდის და უამრავი ბავშვის ხელში ხვდება, პრემიუმ პაკეტში სწორედ ზღაპრების ახალი სერიის წიგნები შეიტანა. "ზღაპრების კარუსელი" - ასე ეწოდება წიგნების სერიას, რომელიც გამომცემლობა პალიტრა ელმა სპეციალურად "საბავშვო კარუსელის" მკითხველისთვის შექმნა და სპეციალური ფასიც დააწესა.
პრილიდან "საბავშვო კარუსელის" ყოველ ნომერს პრემიუმ პაკეტში ზღაპრების სერიის თითო წიგნი გაჰყვება სპეციალურ ფასად (წიგნის ფასი 9 ლარი, ჟურნალთან ერთად 14 ლარი). რა თქმა უნდა, გაიყიდება ჟურნალის სტანდარტული 5 ლარიანი პაკეტიც.
ეს სერია 12 წიგნისგან შედგება. გამომცემლობამ სერიისთვის ის ზღაპრები, ამბავი თუ პერსონაჟთა თავგადასავლები შეარჩია, რომლებიც წლების განმავლობაში მშობლებისგან და პატარა მკითხველებისგან ყველაზე მეტი მოწონებით სარგებლობს. ანუ "ზღაპრების კარუსელი" ნაკრებია როგორც ქართული ხალხური, ასევე კლასიკური და ლიტერატურული ზღაპრებისა, რომლებიც ლამაზი ილუსტრაციებით ნამდვილად მოხიბლავენ პატარა მკითხველებს.