მისურის შტატის ქალაქ ჰოლსვილის მესამე კლასის მასწავლებლებელი, ისევე როგორც სხვა ადამიანები, დაფიქრდა იმაზე, თუ რა მეთოდი შეიძლებოდა შეემუშებინათ მოზრდილებს, რომ ბავშვებს ხშირად დაებანათ ხელები. მას მოუვიდა არაჩვეულებრივი იდეა.
«ვფიქრობდი, რა უნდა ყოფილიყო ის რაღაც, რასაც ხელზე წავუსვამდი და მათ ექნებოდთ სურვილი, წყლით და საპნით მოეშორებინათ, - ამბობს ინტერვიუში პადაგოგი. - და აი, ერთ ორშაბათ დილას თვალი მოვკარი ჩემს ბეჭედს წარწერით - “მისის ვუდი“, რომელიც ჩემს მაგიდაზე იდო. მოსწავლეებს ვუთხარი დაებანათ ხელები, შემდეგ მოსულიყვნენ ჩემთან, რათა ხელზე დამესვა „ბეჭედი“ ჩემი სახელითა და გვარით“. რაც უფრო ხშირად დაიბანს მოსწავლე ხელს, მით მალე უფერულდება წარწერა. ეს გრძელდება მანამ, სანამ მთლიანად არ გაქრება წარწერა.
მოსწავლეს, რომელსაც სასწავლო დღის ბოლოს წარწერა საერთოდ აღარ ექნება, მასწავლებელი აჯილდოებს ტკბილეულით. შონმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ვირუსულად გავრცელდა. სანამ კარანტინი გამოცხადდებოდა, მისის ვუდის მიერ შემუშავებულ მეთოდს ჰოლსვილის სკოლის სხვა კლასებმა და სკოლებმაც მიმართეს.