მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვების სახელები ყოველთვის შეახსენებს მათ, რის გადატანა მოუხდათ კარანტინის დროს. ისინი ცენტრალურ ინდოეთში, ქალაქ რაიპურში ცხოვრობენ, რომელიც ამჟამად კარანტინშია და ნებისმიერი გადაადგილება აკრძალულია. პრიტა ვერმას მშობიარობა საღამოს საათებში დაეწყო და დიდი ძალისხმევა დასჭირდა მის ქმარს, რომ სასწრაფო დახმარება დაერწმუნებინა, მათთან მისულიყო.
საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზეც რამდენჯერმე გააჩერა ისინი პოლიციამ.
ქალმა დილას ადრე იმშობიარა და კორონავირუსის "პატივსაცემად" გოგონას კორონა დაარქვეს, ბიჭს - კოვიდი.