მსოფლიო პანდემიის დროს, როდესაც ცნობილი სახეები მაყურებელთან ფაქტობრივად უსაქმოდ დარჩნენ, თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელის საშუალებით ლაივ ჩართვებს სთავაზობენ.
ბოლო დროს, "ინსტაგრამზე" ერთგვარი "ჩელენჯია" - "მკითხე რაც გინდა". ვარსკვლავები "მიმდევრების" მიერ დასმულ კითხვებს პასუხებს "სთორების" საშუალებით სცემენ.
სწორედ ასე გაახარა მოსკოვში, იზოლაციაში მყოფმა ქეთა თოფურიამ ფანები და მათ კითხვებს სიამოვნებით უპასუხა. ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ვარსკვლავი პირველ ქმარს ლევ გეიხმანს წლებია დაშორდა, წყვილს საერთო შვილი ოლივია ჰყავთ. ქეთას მეორე გახმაურებული რომანი ჰქონდა რეპერ გუფისთან, რომელსაც ღალატის გამო სკანდალურად დაშორდა. ამჟამად მისი რჩეული 35 წლის ბიზნესმენი და დიპლომატი ლევ ძენგოვია.
- ერთი თვეა სახლში ვზივარ, ძალიან გამიჭირდა, თუმცა თავიდან დავისვენე და მომწონდა. მოსკოვში კომენდანტის საათი არ არის, მაგრამ ვზივართ სახლებში და მხოლოდ ეზოებში გამოვდივართ. არსად არ დავდივართ.
- ოლივია როგორ არის?
- ოლივია ამ სიტუაციაში ყველაზე კარგად არის. ის ნორჩი ბლოგერია, ხატავს, ამზადებს მისალოც ბარათებს. როდესაც საქართველოში ჩამომყავს, რაღაცებს ქართულად ლაპარაკობს. ასევე ვგეგმავ მეორე და მესამე შვილის გაჩენას. განაგრძეთ კითხვა