საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის თარიღი არ შეიცვლება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს.
მათივე თქმით, ელექტრონული რეგისტრაცია ივნისის თვეში დაიწყება და ორ ეტაპად განხორციელდება. არც პროცედურების შესახებ იგეგმება რაიმე ცვლილება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აღნიშნეს, რომ რეგისტრაციის ვადების შესახებ ინფორმაცია მათ ვებგვერდზე წინასწარ გამოქვეყნდება.
თამარ იაკობაშვილი