გარდაცვლილის შესახებ მისი მეგობარი ელა ლიონიძე წერს:
"გუშინ, კომენდანტის საათის დადგომას 15 წუთი რომ აკლდა, "გლოვოს" კურიერს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა და მისი სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოდა ეგ კურიერი, მე რომ სამსახურში ყოველდღე ვუყურებდი, ის მომღიმარი ბიჭი აღმოჩნდა...
დიტო, ჩვენს წინ ფეხსაცმელებს კერავდა, რა უნდა გეთხოვა, რომ არ დაგხმარებოდა... სულ მომღიმარი იყო და მის მოყოლილ სასაცილო ისტორებზე გადაბჟირებები გვჭირდა ხოლმე... 33 წლის იყო, არც ცოლი ჰყოლია და არც შვილი... ბოლოს სკუტერი იყიდა. ამ კორონას გამო მსოფლიო რომ გაჩერდა, ფეხსაცმელებიც გაჩერდა და გლოვოში დაიწყო მუშაობა, ხოდა, იმიტომ რომ ვიღაცას სახლში მიესწრო, იმიტომ რომ ის ვიღაც ჯარიმას გადარჩენოდა და კიდევ ბევრი საჯანდაბე იმიტომ ჰქონდა ეტყობა იმ ვიღაცას, გზაზე ასე რომ მიატოვა და გაიქცა, სამსახურში როცა დავბრუნდები ეს ბევრ იმიტომს შეწირული ბიჭი, იქ ვეღარ დამხვდება და ვეღარ გამიღიმებს...
გამკაცრებული წესები ალბათ საჭიროა, მაგრამ ის, ხანდახან უფრო მეტ სიცოცხლეს იწირავს... თუ ერთი გადაარჩინე, მაგრამ ამით ბევრს ავნე, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ წესს?" - წერს გარდაცვლილის მეგობარი.
"29 აპრილს საღამოს, კომენდატის საათამდე მოხდა თემქაზე ეს შემთხვევა. მსუბუქი მანქანა დაეჯახა სკუტერს,