"ბრიტანული ცენტრი", სრულ მომსახურებას, მათ შორის ყველაზე პატარა მომხმარებლების - 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სწავლებას, დისტანციურ რეჟიმში ახორციელებს. ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორის დაკო ლომიძის თქმით, ახლა, როცა მთელი მსოფლიო, სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის გამოწვევების წინაშეა, მომხმარებლებისთვის დისტანციური სერვისის, რაც მთავარია, ხარისხიანი სერვისის შეთავაზება უაღრესად მნიშვნელოვანია.
"მოგეხსენებათ, "ბრიტანული ცენტრი" ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლათა ყველაზე დიდ ქსელს აერთიანებს საქართველოში. ცენტრი, უკვე მრავალი წელია, საქართველოს მოსახლეობას მუდმივად სთავაზობს ინგლისური ენის შესწავლის სფეროში არსებულ უახლეს სასწავლო მეთოდებს და სტანდარტებს, ამჟამად ამის გაკეთება კი ონლაინ სივრცეში გვიწევს.
ჩვენი სასწავლო პროგრამებიდან, განსაკუთრებით პოპულარულია 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი კურსები. პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, წარმოადგენს კემბრიჯის უნივერსიტეტის უახლეს გამოცემას. ის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ინგლისური. კურსი მოიცავს ასაკის შესაბამისი ინტერდისციპლინური თემატიკების (როგორიცაა: მათემატიკა, ლოგიკა, მეცნიერება, ისტორია, ლიტერატურა და სხვა) ინგლისურ ენაზე სწავლებას. ამავდროულად, დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვებში კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარების განვითარებას.
დადგენილია, რომ სწორედ 5-6 წელი გახლავთ უცხო ენის ყველაზე მარტივად და სწრაფად ათვისებისთვის საუკეთესო ასაკი. დღეს, მშობლების უმრავლესობას ჩვენი შვილებისთვის ბილინგვური განათლების მიცემა გვაინტერესებს, რაც მათ საშუალებას აძლევს მშობლიური ენის გარდა, მეორე ენაზეც ანალოგიურად თავისუფლად იაზროვნონ და იმეტყველონ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ასაკიდანვე მოხდეს მეორე ენის სისტემური და საფუძვლიანი შესწავლა.
ჩვენი ბავშვობისგან განსხვავებით, ახალი ათასწლეულის განათლება დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სახელმძღვანელოზე ორიენტირებულ და ე.წ. დაზუთხვის მეთოდზე დაფუძნებულ სწავლებას. Super Minds-ის საგაკვეთილო პროცესი, კლასიკური სწავლების გარდა, ბავშვებისთვის საინტერესო უამრავ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს აერთიანებს, როგორიცაა: თეატრალური დადგმები, მხატვრული წერა-კითხვა, კარაოკე, ვიდეოკე და სხვა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიმდინარეობს სამიზნე ენაზე, რის საფუძველზეც სასწავლო მასალა დაუყოვნებლივ გადადის ბავშვებისთვის საინტერესო და სახალისო კონტექსტში."
დღეს, ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იყვნენ დასაქმებული, ჰქონდეთ საკუთარი რუტინა, იყვნენ დაკავებული ახლის შესწავლით, შემეცნებითი და გასართობი საქმიანობით, თანატოლებთან ურთიერთობით, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კურსები ამ ყველაფრის საშუალებას იძლევა.
ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი და საამაყოა თითოეული მომხმარებლის უკუკავშირი, რაც გვაძლევს სტიმულს და მოტივაციას, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით, მივაწოდოთ სწავლების უმაღლესი ხარისხი.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამით გათვალისწინებული შემეცნებითი თამაშების ნაწილი, დიდი ხანია საბავშვო ვებ-გვერდზე www.superkids.ge გვაქვს ატვირთული, სადაც ნებისმიერ ბავშვს აქვს შესაძლებლობა ითამაშოს, ისწავლოს ინგლისური და სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოდაც აქციოს კომპიუტერთან გატარებული დრო."
ტელ.: 2941111
R