"ორი თვეა, რაც სახლში ვართ, დილა გვეწყება ადრე იმიტომ, რომ ბავშვებს ონლაინგაკვეთილები აქვთ. დღის განმავლობაში ვმეცადინეობთ, ცოტა ხანი გარეთაც თამაშობენ. რთულია იმიტომ, რომ ბავშვებს მეგობრები და სკოლა ძალიან ენატრებათ. ჩვენს მეგობრებთან, ახლობლებთან ურთიერთობები გვაკლია. დედაჩემი უკვე ერთი თვეა, არ მინახავს, კახას მშობლებსაც უკვე ორი თვეა არ შევხვედრივართ და რთულია, მაგრამ რაღაცნაირად ვუძლებთ" - ამბობს ანუკი არეშიძე.
როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, კახა კალაძის სამუშაო რეჟიმი კარანტინის პირობებშიც არ შეცვლილა და სახლში გვიან ღამით ახერხებს მისვლას.
"ჩემთვის დროის მიმართულებით არაფერი შეცვლილა იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შევასრულოთ ის საქმიანობა, თანამშრომლებთან ერთად, რაც ქალაქს სჭირდება, თუმცა, როცა გარკვეული თავისუფალი დრო მაქვს, მაქსიმალურად ვცდილობ, ოჯახთან , მეუღლესთან, შვილებთან ერთად ვიყო იმიტომ, რომ ძალიან მენატრება ყველა." - ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე
"რომ გითხრათ, რაიმე განსხვავებაა კარანტინამდე როგორც ვცხოვრობდით, არა. უბრალოდ, ახლა უფრო ვნერვიულობ იმიტომ, რომ მართლა ბევრ ადამიანთან უწევს შეხვედრა. თავადაც განიცდის, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. სახლშიც უნდა იყოს და სამსახურშიც, თუმცა, თავს ყველანაირად ვიცავთ, როგორც შეგვიძლია. მისი გრაფიკი საკმაოდ გადატვირთულია. 12 წელია უკვე ერთად ვართ და სულ დაკავებულია, სულ გვენატრება და სულ ვენატრებით."- ყველა ანუკი არეშიძე.
როგორც აღმოჩნდა, ბავშვები მამის სახლში დაბრუნებას მოუთმენლად ელიან, განსაკუთრებით კი პატარა.
"მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მამიკოს დაელოდონ. თუ დილით ადრე ადგომა არ უწევთ, მელოდებიან ხოლმე, განსაკუთრებით, პატარა. აუცილებლად მამიკომ უნდა შეიყვანოს დასაძინებლად და რომ გამოვდივარ, ტირის"- აღნიშნავს კალაძე
ანუკი არეშიძე იმასაც ჰყვება, რომ შვილების მეცადინეობაში თავადაა ჩართული და საკმაოდ მკაცრი მასწავლებელიცაა. თუმცა უფროსი ბიჭები მის დახმარებას ცდილობენ და ვაჩეს ქართულს, წერას, კითხვას და ინგლისურ ასოებს ასწავლიან.