წყალი ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ელემენტია. ის ადამიანის სხეულის წონის ორ მესამედს, 70 %-ზე მეტს შეადგენს, ამიტომ ჩვენ წყლის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. სუფთა წყლის მიღებით, შესაძლებელია იმუნური სისტემის შენება, რაც საშუალებას მოგვცემს ვიყოთ ჯანმრთელები და სწორედ, წყლის მიღებაზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრების ხარისხიც.
წყლის ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია ბავშვებშიც, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა კი 2-3 წლის ასაკამდე არის აუცილებელი.
ბავშვებსა და მოზარდებში წყლის მნიშვნელობაზე, მისი მიღების წესებზე, ნორმებზე, რაოდენობასა და ინტენსივობაზე გვესაუბრება საქართველოს პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ამერიკის ძუძუთი კვების მედიცინის საპატიო წევრი, პროფესორი ქეთი ნემსაძე:
- წყალი ორგანიზმიდან ფიზიოლოგიურად, ძირითადად, შარდის, ოფლის სახით გამოიყოფა, შევსება კი წყლის, სხვადასხვა სასმელების და საკვების სახით ხდება. ბავშვის/მოზარდის ორგანიზმი განსაკუთრებით სენსიტიურია წყლის ნაკლებობის მიმართ, ამიტომ აუცილებელია სითხის დროული შევსება. განსაკუთრებით ავადმყოფობის დროს, მნიშვნელოვანია, შევთავაზოთ კვებებს შორის დაბალმინერალიზებული ან ბუნებრივი წყალი, მაგალითად, როგორიც არის საქართველოში „ბაკურიანის წყალი“. მას საბავშვო შეფუთვაც აქვს და ამიტომ უფრო მეტი ხალისით მიირთმევენ პატარები.
- ბავშვების დღიური წყლის მოთხოვნილების დოზაა 40მლ/კგ წონაზე, რაც ნიშნავს, რომ ბავშვმა, რომელიც 10 კილოგრამს იწონის, დღის განმავლობაში 400მლ წყალი უნდა მიიღოს. პატარებს უნდა შევთავაზოთ, ხოლო უფრო მოზრდილებს სულ უნდა მიუწვდებოდეთ ხელი სუფთა წყალზე. მშობელმა უნდა უზრუნველყოს, როდესაც ბავშვი სახლიდან გადის რამდენიმე საათით, მაგალითად სკოლაში, აუცილებლად წაიღოს წყალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ცხელ ამინდში, როცა პატარები, კანიდან აორთქლების გზით, სითხეს სწრაფად კარგავენ, თან ჰქონდეთ ნორმირებული წყლის მარაგი ინდივიდუალური ჭურჭლით, რომ წყლის მიღება ჰიგიენური ნორმების დაცვით შეძლონ. ძალიან მოსახერხებელია „ბაკურიანი ციდას“ შეფუთვა, რადგან სახურავი ისეა მოწყობილი, რომ წყლის დაღვრა, ჩანთაში მისი ჩაქცევა და ა.შ. პრაქტიკულად შეუძლებელია, თავსახურის მოხსნილ მდგომარეობაში დატოვების შემთხვევაშიც კი.
6 თვემდე ბავშვებს, რომლებიც ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე არინ, წყლის ცალკე მიცემა არ სჭირდებათ, რადგან დედის რძით მათ საკმარისი წყალი მიეწოდებათ. ქალის რძეში 87% წყალია. ამ ასაკის ბავშვებმა დღე-ღამის განმავლობაში ძუძუ ინდივიდუალური მოთხოვნის მიხედვით უნდა მიიღონ. ავადმყოფ ბავშვს დედის რძე უფრო ხშირად უნდა შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია, რომ ვირუსული ინფექციების დროს, ძუძუს მიწოდებამდე, ბავშვს მოვუხსნათ ნაზოობსტრუქცია, რათა მან თავისუფლად შექმნას ვაკუუმი პირის ღრუში, რაც ძუძუთი კვების განსახორციელებლად აუცილებელია. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები ანალოგიურად იკმაყოფილებენ წყალზე მოთხოვნილებას ხელოვნური საკვებით, თუმცა ზოგ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება მოგცეთ რეკომენდაცია კვებათა შორის წყლის მიღების შესახებ, განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ დღეებში. ნახევრად მყარი საკვების დაწყებიდან კი აუცილებელია მას წყალი მივაწოდოთ, მესამე ხელოვნური საკვების მიცემის შემდეგ კი წყლის მიღება უნდა მოხდეს ყოველი კვების დასრულდებიან 40 წუთში.
რაც შეეხება მოზრდილებს, დალიეთ წყალი მაშინ, როდესაც მოგწყურდებათ. ერთადერთი, რასაც არ აქვს შეზღუდვა, ეს არის დაბალმინერალიზირებული სითხეები და მტკნარი წყალი. მართალია, ყოველ დილით, უზმოზე ერთი ჭიქა წყლის მიღების ფაქტის სარგებლიანობის მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა საწინააღმდეგოც არავის დაუდასტურებია.
თუ თქვენ გიჭირთ, უზრუნველყოთ ადეკვატური ჰიდრატაცია, გთავაზობთ მარტივ რჩევებს:
- წაახალისეთ წყლის მიღების პროცესი
- შესთავაზეთ წყალი მცირე რაოდენობით დღის განმავლობაში ხშირ-ხშირად.
- თუ იყენებთ განზავებულ ხილის წვენს, შეამცირეთ მათი მიღება.
- პატარებს ძალიან მოსწონთ ფერები და ფორმები, მათში ეს ემოციებს იწვევს. „ბაკურიანის წყალი“ ამ შემთხვევისთვისაც იდეალურია, დისნეის გმირების ფორმის წყლის ბოთლები განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის წყლის დალევის პროცესს.
R