მაია ჯაბუა იმ "მზიურელების" სიაშია, რომლებიც ბავშვობიდან შეიყვარა საზოგადოებამ. მის დანახვაზე დღემდე ბევრს გემის კიჩოზე პიონერის ყელსახვევით მდგარი პატარა გოგონა ახსენდება. შემდეგ იყო სამი ქორწინება, საიდანაც სამი შვილი ჰყავს. სწორედ უკანასკნელი ქორწინება, უშიშროების ყოფილ მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესთან აღმოჩნდა ყველაზე მყარი და მშვიდი მომღერლის ცხოვრებაში.
პირველი ქორწინებიდან მაია ჯაბუას 28 წლის შვილი თორნიკე ბერიკაშვილი ჰყავს. თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ მისი პირველი ქმარი რუსთაველის თეატრის ცნობილი მსახიობი ლევან ბერიკაშვილი გახლდათ. წყვილის ქორწინება ექვს წელიწადს გაგრძელდა.
"მამაჩემს უფრო მეტ რაღაცას ვუყვები, ვიდრე დედას" - რას ჰყვება ლიზა ყენია მამაზე (+ფოტოები)
"ოჯახის დანგრევაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუკი ისე არ აეწყო ყველაფერი, როგორც ორივეს გვინდოდა და როგორც გვეგონა, იქნებოდა, მერე რა მოხდა?! როცა ხვდები, რომ ძალით ვეღარ შეაწებებ ურთიერთობას, უნდა დაშორდე. თან, ეს მანამდე უნდა მოახერხო, ვიდრე მტრად გადაეკიდები. ასეთ დროს ოჯახს კი არ ანგრევ, არამედ ნანგრევებში ცხოვრება აღარ გსურს.
რაც შეეხება შვილს: არც ის უნდა აცხოვრო ნანგრევებში, მაგრამ ისე უნდა მოიქცე, რომ მამა არ შეაძულო. თორნიკე პატარა იყო, როცა ლევანს დავშორდი. მოვახერხე, რომ იუმორით მიმეწოდებინა მისთვის ყველაფერი. ჰოდა, ამიტომაც არ იქცა ჩემი და ლევანის დაშორება თორნიკესთვის ტრაგედიად. მას მამასთან დღესაც მშვენიერი ურთიერთობა აქვს.“ - ამბობდა მაია ჯაბუა ერთ-ერთ ინტერვიუში. განაგრძეთ კითხვა