22 მაისს ტყუპის მესამე გრადუსში ახალმთვარეობას ველოდებით. 20 მაისამდე მზე კუროს ზოდიაქოში იქნება, შემდეგ ტყუპში გადავა. აქვე გადაბრძანდება მთვარეც და უკვე 22-ში მთვარის ახალი თვე დაიწყება.
რადგან ახალმთვარეობა იქნება ტყუპის ზოდიაქოში, ნუ გაგიკვირდებათ, რომ მთელი თვის განმავლობაში მოიმატებს კომუნიკაბელურობა. გაგიჩნდებათ ინფორმაციის მიღებისა და გაცემის, ახლო მანძილზე მოგზაურობის, ცოდნის მიღება-გაღრმავების სურვილი.
საინტერესო ისაა, რომ ახალმთვარეობა კურო-ტყუპის საზღვარზე მოხდება. მას მეტად იგრძნობენ 15-26 მაისის შუალედში დაბადებული ადამიანები . ამ პერიოდს უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნებიდან მონადირე/მოხეტიალე მართავს. მისი მფარველი პლანეტებია: მთვარე და ვენერა. მონადირე არის ადამიანი, რომელიც მუდმივად მოგზაურობს და მისი მიზანია, სწორ გზაზე დადგეს. ისევე როგორც, ამ პერიოდში დაბადებული ადამიანებისთვის. არჩევანი უნდა გააკეთონ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში კარგსა (ნათელსა) და ცუდს (ბნელსა) შორის. რადგან ახალმთვარეობა ასეთ პოზიციაზე ხდება, არჩევანის გაკეთება ჩვენც მოგვიწევს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 4 პლანეტა გვყავს რეტროგრადული და ცვლილებები გარდაუვალი იქნება. თუნდაც რაღაც მომენტში წარსულში დაბრუნება და საქმეებში, ურთიერთობებში გარკვეული კორექტივების შეტანა.
ტყუპის მმართველი პლანეტა არის მერკური - ჩვენი გონებრივი მონაცემები, ლოგიკა, რაციონალური ანალიზი, ნეპტუნი კი, რომელიც ამ ახალმთვარეობაზე ცუდ ასპექტს აკეთებს მასთან, ყველაფერს აბუნდოვნებს. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ არ დაზარალდეთ მატერიალურად და არ მოტყუვდეთ სიყვარულის, იდეალების სახელით. შეიძლება არასწორად გაიგოთ რაღაც ინფორმაცია ან თავადაც უნებლიედ გაავრცელოთ ჭორი. მოთმინებით შეხვდით იმ ფაქტს, რომ შეიძლება აქტიურად ვერ იმოქმედოთ. რადგან მოქმედების პლანეტა მარსი თევზების ზოდიაქოშია . იქ კი აქტიურობის ძალა წართმეული აქვს, წყალში ტივტივებს.
ისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად: 18-24 თებერვლის, 21-27 მაისის, 22-28 აგვისტოს, 23-29 სექტემბრის, 20-26 იანვრისა და 22-28 ნოემბრის შუალედში დაბადებულებზე. გარდა ამისა, თუ ნატალურ რუკაში პირადი პლანეტები გყავთ ტყუპის, სასწორის, მერწყულის, თევზების, ქალწულისა ან მშვილდოსნის ზოდიაქოში 29 გრადუსიდან 6 გრადუსის ჩათვლით. სიფრთხილე მოგეთხოვებათ, თუ ამ გრადუსში გყავთ განლაგებული მთვარის კვანძები.
რისკენ უნდა მიმართოთ თქვენი ყურადღება მთვარის ამ თვეში: განაგრძეთ კითხვა