მიუხედავად იმისა, რომ ელენე მახარაძე ცნობილი მშობლების შვილია, 9 წლის ნიჭიერმა გოგომ უკვე იმდენი მოახერხა, რომ საზოგადოებას საკუთარი გვარ-სახელი დაამახსოვრა თავი.
ვინც სერიალ "იდეალურ დედას" უყურებს, მთავარი გმირის შვილები - სანდრო და ნინი უყურადღებოდ არ დარჩებოდა.
ნინის როლს სწორედ ელენე ასრულებს, რომელიც გიორგი მახარაძისა და მარიამ როინიშვილის საერთო შვილია.
მართალია, წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ელენე დედასთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ ასევე დიდ დროს ატარებს მამასთან და ქორეოგრაფ ბებიასთან - თეონა ჩივაძესთან.
სოციალურ ქსელში ხშირად ნახავთ მათი გართობის ფოტოებს, ამჯერად კი სამმა თაობამ ტიკ-ტოკისთვის ვიდეო ერთობლივად გადაიღო.
ელენე მსახიობობასთან ერთად კარგადაც მღერის. ალბათ არცაა გასაკვირი, რომ თამრიკო ჭოხონელიძის შვილიშვილს მუსიკა უყვარს და ხმაც არაჩვეულებრივი აქვს.
თეკლა ჟვანია