11 წლის ჩეჩენმა გოგონამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ალბინოს გოგონას იმავდროულად ჰეტეროქრომია აქვს - სხვადასხვა ფერის თვალები და ზღაპრის ფერიას ჰგავს.
ამინა ეფენდიევა საზოგადოებას ჩეჩენმა ფოტოგრაფმა ამინ არსამაკოვმა გააცნო. მის ფოტოებზე კარგად ჩანს გოგონას ცისფერი და ყავისფერი თვალები.
პატარა "ფერია" პატარა ქალაქ კურჩალაში ცხოვრობს, სკოლაში დადის და ქუჩაში ყოველთვის იპყრობს ყურადღებას. მისი გარემოცვა ფიქრობს, რომ ასეთი უჩვეულო გარეგნობის წყალობით, ალბათ მოდელი გახდება.