მარნეულის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პირბადეების ტარებაა, თუმცა მარნეულში ამ მხრივ პრობლემა პირველივე დღეს გამოიკვეთა. რამდენიმე ადამიანს, რომელსაც პირბადე არ ჰქონდა, მძღოლმა დაურიგა. ჩასვლისას კი უკან დაბუნება მოსთხოვა. სავარაუდოდოდ, მძღოლი ამ პირბადეებს შემდეგი მგზავრებისთვის გამოიყენებდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო მარნეული" ავრცელებს.