ბავშვობაში ყველას გვიყვარდა ქაღალდისგან ნავის, თვითმფრინავის ან თუნდაც გედის ფიგურის გაკეთება. ჩვენ გარშემო თითქმის არ იყო ბავშვი, ვინც რომელიმეს შექმნა არ იცოდა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რა ეწოდება ქაღალდისგან სხვადასხვა ფიგურების გაკეთებას, საიდან მოდის ის და რატომ არის ასეთი სასიამოვნო?
ორიგამი - ეს ქაღალდისგან სხვადასხვა დეკორაციის შექმნის იაპონური ხელოვნებაა (ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მან სათავე ჩინეთიდან აიღო), რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ გავრცელებულია. ხელოვნების მიზანია, შექმნას წარმოდგენა საგნის, გეომეტრიული ნაკეცების, ძირითადად, წებოს დახმარებისა და ქაღალდის გაჭრის გარეშე, მხოლოდ ერთი ფურცლის გამოყენებით.
მე-20 საუკუნეში ორიგამი მისმა მასტერმა აკირა იოსიძავამ მთელ მსოფლიოს გააცნო. ქაღალდი ყველასთვის ხელმისაწვდომი, იაფი მასალა იყო, ხელოვნება საინტერესო და კრეატიული, ამიტომ მასებში სწრაფად შეაღწია. თუმცა ეს არ არის მხოლოდქაღალდისგან ფიგურების შექმნის მეთოდი, ეს არის ხელოვნებისა და მათემატიკის სინთეზი, რომელსაც ადამიანის გონებრივ განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს.
ორიგამის შემეცნებისას, თავდაპირველად, აუცილებელია, გავიაზროთ მათემატიკური პრინციპი, რომლითაც ფიგურები იქმნება. ინტერნეტში არაერთი წყაროა, რომლითაც ორიგამის პრიცნიპების შესწავლა საფუძვლიანად არის შესაძლებელი.
ორიგამი ადამიანს სივრცით აღქმასა და ლოგიკური აზროვნების განვითარებაში ეხმარება. ორიგამის საგანმანათლებლო უპირატესობების ძირითადი ჩამონათვალი ასეთია:
ქცევითი უნარების ჩამოყალიბება ინტერაქცია სწავლის დროს მათემატიკურ აზროვნებასთან მეტი კავშირი კოგნიტური უნარების გაუმჯობესება
6-8 წლის ასაკიდან ბავშვს უკვე შეუძლია, ორიგამის ინსტრუქციებს მიჰყვეს ბავშვს გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ ფიგურების შესაქმნელად გარკვეული უნარები შეიძინოს, თუმცა როცა პირველ ორიგამის ფიგურას წარმატებით შექმნის, გაუჩნდება მოტივაცია, რომ მეტი ისწავლოს. სხვადასხვა ასაკში ბავშვებს განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ. უმჯობესია, მარტივი ფიგურებით დავიწყოთ (თუნდაც თვითმფრინავით) და შემდეგ გავართულოთ დავალებები.
როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში, ორიგამი აუმჯობესებს აზროვნების უნარებს. ის ბავშვებს ეხმარება, უკეთ შეიმეცნონ სამყარო, რომელშიც ცხოვრობენ. ორიგამი მათ წილადების უკეთ აღქმაში ეხმარება. გადაკეცილ ქაღალდს შეუძლია, წილადის დემონტრირება მოახდინოს, რაც ბავშვს მის აღქმას გაუმარტივებს.ამასთან, პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებული უნარების გაუმჯობესება ერთ-ერთი საუკეთესოა, რისი მიღებაც ბავშვს ორიგამისგან შეუძლია.
ორიგამის საქართველოში იშვიათად თუ შევხვდებოდით, როცა უცხოეთში იმდენად პოპულარულია, რომ მისთვის სპეციალური ქაღალდიც კი იბეჭდება. აღნიშნული მასალა ქართულ ბაზარზე იშვიათად, მაგრამ მაინც ხვდებოდა, ცოტა ხნის წინ კი სტამბა „პრინტარეამ“ მისი წარმოება დაიწყო. ორიგამის მასალები მაღალი ხარისხისაა და მრავალფეროვანი პრინტითაა წარმოდგენილი და ყველა ასაკზეა მორგებული.
„პრინტარეას“ ორიგამის მასალები როგორც ონლაინ მაღაზიის მეშვეობით, ისე „ბიბლუსში“, „ნიკორასა“ და სხვა მაღაზიებშია შესაძლებელი. თუ ორიგამის ხელოვნების დაუფლებას მხოლოდ ახლა ვიწყებთ, შეგვიძლია, მარტივი ფიგურების მასალები შევიძინოთ და დავალებები ეტაპობრივად გავართულოთ.