მას შემდეგ რაც მსოფლიომ და მათ შორის, საქართველომ კორონასვირუსის გამო ახალ რეალობაში გადაინაცვლა, დავით იმედაშვილის ოჯახური ცხოვრება მათივე გადაცემის თემა გახდა.
კარანტინის დასასრულს კი გაირკვა, რომ ანა ორსულადაა და იმედაშვილები მეოთხე შვილის მოლოდინში არიან.
რასაკვირველია, ეს სასიამოვნო სიახლე ყველას გაუხარდა და ახლა დათომ ანა ისე უნდა გაანებივროს, როგორც არასდროს.
"ის ის იყო კორონამ შემოგვიტია, ფორიაქი და ბრაზი მემატებოდა, რომ ანა მომადგა და მეუბნება: დავით, მოემზადე, მეოთხე შვილის მამა ხდებიო", - წერს დათო ფეისბუქში.
თეკლა ჟვანია