ბრიტანეთის სამეფო ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია ვერა და ვერ დამყარდა. პრინცი ჰარის სამეფო კარიდან გაქცევის შემდეგ უინძორებს ახალი სადარდებელი გაუჩნდათ. როგორც ცნობილია, პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი მარტის ბოლოს კანადიდან ლოს-ანჟელესში გადაბარგდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები კი შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლიოდის მკვლელობის გამო მასობრივმა არეულობებმა მოიცვა. ახლა სამეფო ოჯახი მის უსაფრთხოებაზე ღელავს. ამის შესახებ გამოცემა Express ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. გარდა ამისა, წყაროს ცნობით, ჰარის და მეგანს ფინანსური პრობლემებიც აქვთ - სამეფო პრივილეგიებზე უარის თქმის შემდეგ მათ შესაფერისი, მაღალანაზღაურებადი სამსახურები ჯერ ვერ იშოვეს, რომელიც მათ ხარჯებს გასწვდება. ვითარება კორონავირუსის პანდემიამ უფრო გაართულა.
"მე კეიტი არ ვარ" - მეგან მარკლი კიდევ ერთ ტრადიციას არღვევს
მეგან მარკლმა პრინცი ჰარი ქორწილში არ გაუშვა - ამჯერად რა "მოეჩვენა" ჭირვეულ ჰერცოგინიას?