რამდენიმე დღის წინ, თბილისში ყვავი ადამიანებს თავს დაესხა, რის შედეგადაც მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმაზე, თუ რატომ ესხმიან ყვავები ადამიანებს თავს,ორგანიზაცია Sabuko • Birdlife Georgia ავრცელებს ინფორმაციას:
"გაზაფხულზე ყვავების ბუდობის სეზონი იწყება. დაახლოებით აპრილის თვიდან, ისინი მაღალ ხეებსა თუ მილებზე ბუდის აშენებას იწყებენ,
მოგვიანებით დებენ კვერცხებს და დაახლოებით 17-20 დღის შემდეგ ჩეკავენ უსუსურ ბარტყებს, რომლებიც გასაფრენად თვე ნახევრის შემდეგ არიან მზად.
სწორედ ამ გამოჩეკვისა და დაფრთიანების პერიოდში, ყვავები ბუდის განსაკუთრებულად ყურადღებიანი მცველები ხდებიან. როდესაც ბარტყები ბუდიდან ამოსვლას და დამოუკიდებლობას სწავლობენ, მშობლების წყვილი იქვე, გაფაციცებით ადევნებს თვალს მათ მოძრაობას, ხოლო ნებისმიერ გამვლელს საფრთხედ აღიქვამს. სწორედ ასეთ დროს ხდება თავდასხმები.
თუ მაისი-ივნისის პერიოდში, აქტიურად მფრინავ ყვავების წყვილს შენიშნავთ, ეცადეთ მოერიდოთ ტერიტორიას და აჩვენოთ, რომ მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენთ. თუ მიწაზე ყვავის ბარტყს იპოვით, ნუ წაიყვანთ სახლში. მშობლები აუცილებლად შორიახლოს იქნებიან. ბარტყი თვითონ მოახერხებს თავი გაართვას სირთულეებს."
შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად, მძიმედ და დასრულდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი შედეგითაც. პატარა ბავშვები რისკის ქვეშ არიან სალმონელოზით დაავადების მხრივ, რადგან მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ვითარდება. მათ შეუძლიათ დაბინძურებული ხელები ან საგნები ჩაიდონ პირში. ⠀
ამიტომ:
ცოცხალი შინაური ფრინველი უნდა იყოს ღია ეზოში ან სპეციალურ შენობაში. ნუ დაუშვებთ შინაური ფრინველის თქვენს საცხოვრებელ ფართში ყოფნას. ⠀ დაიბანეთ ხელები საპნით შინაურ ფრინველთან, მის კვერცხთან კონტაქტის შემდეგ. უფროსები უნ და აკონტროლებდნენ პატარა ბავშვების ხელების დაბანის პროცესს. გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალება, თუკი არ გაქვთ იმ დროს წყალი და საპონი. ⠀ არ ჩაიხუტოთ, სახესთან ახლოს არ მიიყვანოთ, არ აკოცოთ შინაურ ფრინველს. არ ჭამოთ და არ დალიოთ შინაურ ფრინველთან ახლოს. ⠀ კვერცხი ხარშეთ მანამ, სანამ ცილაც და გულიც არ გამაგრდება. კვერცხის შიგნით ტემპერატურა უნდა იყოს 71°C-ზე მაღალი. ⠀ გარეცხეთ ნებისმიერი ხელსაწყო და ნივთი, რითიც შეხება გექნებათ ფრინველთან. გამოყავით ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, რომელსაც იხმართ ფრინველებთან შენობაში ყოფნის დროს. ⠀ ბავშვებმა 5 წლამდე და უფროსებმა 65 წლის ზევით, რომელთაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, არ უნდა მოკიდონ ხელი ცოცხალ ფრინველს. თამარ იაკობაშვილი