შეიძლება ითქვას, რომ ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე წლის ყველაზე აქტუალური წყვილია, ყოველთვის აინტერესებთ მათ შესახებ ინფორმაცია და ამ ხნის განმავლობაში აქტუალობა არ დაუკარგავთ.
დღეს ნოეს და ჯანეტს ქორწინების წლისთავი აქვთ.
ამ მნიშვნელოვან თარიღს ნოე სტატუსით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ჯანეტ, მახსოვს, შარშან ამ დროს, ზუსტად ერთი წლის წინ ტაძარში როგორ გეჩქარებოდა, შენი ცხოვრების მთავარი საჩუქარი, რომ მიგეღო!
ისიც მახსოვს ხელი რომ მოვაწერეთ, ბედნიერი სახით "ყველას მოვუჯოკრე”-ს როგორ ამბობდი!
მეც, რა თქმა უნდა, როგორც შენი ცხოვრების საჩუქარი ძალიან ბედნიერი ვარ ამ უკვე ერთი წლით შენთან ერთად!
Happy anniversary“.
თეკლა ჟვანია