ილონ მასკი რომ მსოფლიო ტექნოლოგიის ვარსკვლავია, ამაზე არავინ დაობს. თუმცა, წარმატებაში არც ოჯახის სხვა წევრები ჩამორჩებიან. ილონ მასკის ერთადერთი და, ტოსკა, 1974 წელს სამხრეთ აფრიკაში დაიბადა. მას შემდეგ, რაც მასკის მშობლები განქორწინდნენ, ბავშვების აღზრდის მთელი ტვირთი დედის, მეი მასკის, მხრებზე გადავიდა. ის ბავშვებს მუდმივად ასწავლიდა, რომ ღირსეული ადამიანები ყოფილიყვნენ.
მეი მასკი ცნობილი მოდელი და დიეტოლოგია. სახელი "ტოსკა" საკმაოდ იშვიათია და იტალიური წარმოშობისაა. ჯაკომო პუჩინის ოპერის სახელწოდებაცაა. წესით, ადამიანებს ამ სახელის ხსენებაზე უარყოფითი ემოციები არ უნდა ჰქონდეთ, რადგან როგორც რეჟისორი და პროდიუსერი, ტოსკა ყველაფერს აკეთებს, რომ მაყურებელმა არ მოიწყინოს.
დედა-შვილი
მეი კანადაშია დაბადებული. 15 წლის იყო ტოსკა, როცა დედა დაარწმუნა, სამშობლოში გადაბარგებულიყო. მეი ილონის მოსანახულებლად გაემგზავრა კანადაში, გოგომ კი სიტუაციით ისარგებლა, ხელმოწერა გააყალბა და სახლი და მანქანა გაყიდა. ამ ფულით სურდა, თვითონაც ძმასთან გადასულიყო და საბოლოოდ მოიქცა კიდეც ასე. ეს მისი პირველი სერიოზული და ძალიან რისკიანი ნაბიჯი იყო.
პირველი ფილმი ილონის მხარდაჭერით გადაიღო. შემდეგ კი პროდიუსერობა გადაწყვიტა. ის 10-ზე მეტი ფილმის რეჟისორია დაწყებული დრამიდან, დამთავრებული საშინელებათა ფილმებიდან და 30-ზე მეტ კინოსურათში პროდიუსერის როლი მოირგო.
გარდა ამისა, მან სამი ფილმისთვის დაწერა სცენარი, სამში კი მსახიობის სტატუსით წარსდგა. ბოლო დროს მისი კარიერა სწრაფად ვითარდება. მთავარი მიღწევა კი Passionflix-ის სერვისებში მონაწილეობაა.
სასიყვარულო ფილმები - ძალიან კარგი არჩევანია. წორედ ეს მიმართულება იკავებს ამერიკული სამხატვრო ბაზრის 25%-ს. გასათვალისწინებელია, რომ ტოსკა მასკის რამდენიმე ფილმს 18+ კატეგორია აქვს მინიჭებული, განსაკუთრებით ვნებიანი სასიყვარულო სცენების გამო.
ინსტაგრამის გვერდზე ის საკუთარ თავს კინორეჟისორსა და დედას უწოდებს. ტყუპი ქალ-ვაჟი გააჩინა. საინტერესოა, რომ ილონ მასკსაც ტყუპი ჰყავს და მათი მშობლებიც ტყუპის ცალები არიან.
ძმის შესახებ ტოსკა დადებითად საუბრობს: "ილონმა უკვე გაუსწრო დროს და დაბრუნდა, რომ მის შესახებ გვიამბოს", - ამბობს 45 წლის ხელოვანი. ის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მუდმივად ამტკიცებს, რომ არ სურს ძმის ჩრდილში იცხოვროს და ამის გამო პატივისცემასაც იმსახურებს.
ილონ მასკის უმცროსმა ძმამ გადაწყვიტა, რომ თავი კულინარიისთვის მიეძღვნა. თავდაპირველად კიმბალ მასკს მხოლოდ საკუთარი რესტორნის შენარჩუნება სურდა, ახლა კი ილონზე არანაკლები ამბიცია აქვს.
საქმე ისაა, რომ კიმბალ მასკს სურს, მსოფლიოს ასწავლოს, როგორ იკვებონ ჯანსაღად. უნდა, როგორც ილონი გახდა ავტომობილებისა და კოსმოსის ინდუსტრიაში წარმატებული, თავად კვების ინდუსტრიაში იყოს ასე. მრავალი წლის განმავლობაში ჯიუტად მიისწრაფვის საკუთარი მიზნების მისაღწევად.
კიმბალი წლების წინ კულინარიის კურსებზე შევიდა. მისი თქმით, 6 საათი ისმენდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელ სიტყვას პროფესიონალი შეფმზარეულებისგან.
მასკმა კურსები 2001 წელს დაამთავრა, მალევე კი ცნობილი ტერაქტი მოხდა. კიმბალი, ცოლთან ერთად, იქვე ცხოვრობდა და ყოველ დღე, ორი თვის განმავლობაში, უფასოდ კვებავდა მაშველებსა და მეხანძრეებს. ის ამბობს, რომ სწორედ ამ პერიოდში დაფიქრდა, რამდენი რამის შეცვლა შეუძლია კარგ საკვებს.
პირველი რესტორანი ბოულდერში გახსნა, რომლის ძირითადი კონცეფციაც ჯანსაღი კვება იყო. პროდუქტებს კი ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობდა. იმის გამო, რომ რესტორნის მენიუ დამოკიდებული იყო სეზონზე, ბოსტნეული და ხილი ახალი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარული ადგილი იყო, კიმბალს ეს მაინც არ ჰყოფნიდა.
2009 წელს სათხილამურო კურორტზე უბედური შემთხვევის შემდეგ მას კისერი დაუზიანდა და დიდი ხნით პარალიზებული იყო. გამოჯანმრთელების შემდეგ, დიდი ბიზნესი დატოვა, მეუღლეს გაშორდა და რესტორანი გააკეთა. ფასები კი უფრო ხელმისაწვდომი იყო.
შემდეგ მან საგანმანათლებლო პროექტი წამოიწყო, რომლის მთავარი მიზანია, ასწავლოს ბავშვებს სწორი და ჯანსაღი კვება. პროექტი მთელ ამერიკაში გავრცელდა ისევე, როგორც მის რესტორნის იდეა.
2016 წელს კი მან ახალი პროექტი Square Roots დაიწყო, წარადგინა ფერმის იდეა, რომლითაც ურბანულ ქალაქებში შესაძლებელი იქნება ახალი ბოსტნეულის მოყვანა. ასეთი მეურნეობის იდეა ახალი არ არის, მაგრამ ის აპირებს, შექმნას უზარმაზარი მეურნეობები, რომელთაც შეეძლებათ, რომ ქალაქები ახალი და ჯანსაღი ბოსტნეულით მოამარაგონ.
სასაცილოა, მაგრამ ილონი ყოველთვის ირონიულად უყურებდა ძმის ჰობისა და საქმიანოას, მაგრამ ის მის ადამიანურ თვისებებსა და უნარებს აფასებს. უმცროსი ძმა Tesla- სა და SpaceX-ის პროექტებშიც აქტიურადაა ჩართული და თუ რაიმე მოხდება, ის ილონ მასკის ადგილსაც დაიკავებს.
სკანდალი უკავშირდება ილონ მასკის ნახევარდას - იანას. საქმე ის არის, რომ ილონ მასკის მამა ეროლ მასკი ცოლთან გაშორების შემდეგ მეორედ დაქორწინდა - 25 წლის წინ იქორწინა ჰაიდა ბეზუიდენჰუტზე, რომელსაც პირველი ქორწინებიდან 4 წლის ქალიშვილი იანა ჰყავდა. 18 წლის შემდეგ ცოლ-ქმარი გაშორდ ერთმანეთს, თუმცა მოხდა ისეთი რამ, რასაც ილონი დღემდე ვერ პატიობს მამას - ეროლმა თავის გერზე იქორწინა, მის დედასთან განქორწინებიდან რამდენიმე წელიწადში - 2017 წელს, 72 წლის ეროლი და 30 წლის იანა შეუღლდნენ და 9 თვეში შვილიც ეყოლათ.
ილონ მასკის შვილები და საიდუმლო სკოლა, რომელიც მათთთვის გახსნა - მილიარდერს მე-6 შვილი შეეძინა