სასკოლო არდადეგები დაიწყო და ბავშვებს განსაკუთრებულად მხიარული განწყობა აქვთ. გართობა და თამაში – სწორედ ასეთია მათთვის ზაფხული. თუმცა 2020 წლის ზაფხული ყველასთვის და მათ შორის ბავშვებისთვისაც გამორჩეულია და სამწუხაროდ, გამორჩეული არა პოზიტიურად, არამედ ნეგატიურად. გართობისა და დასვენების შეზღუდული შესაძლებლობები მათ ხასიათსა და განწყობაზე ცუდად მოქმედებს. ვერ დადიან გასართობ ცენტრებში, აუზებზე, ბატუტცენტრებში, არ აქვთ დაბადების დღის გადახდის საშუალება. ეს ყველაფერი კი მათთვის საკმაოდ სტრესულია. საბოლოოდ ვიღებთ არასასურველ შედეგს, გაღიზიანებულ პატარებს, რომლებიც ითხოვენ რაღაც შეუძლებელს და ვერ ხვდებიან, რატომ არის ეს შეუძლებელი.
ბავშვთა ფსიქოლოგები გვირჩევენ, ეპიდემიის, თვითიზოლაციის, კარანტინის და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისვლისგან თავის შეკავების დროს მაქსიმალურად საინტერესოდ დავტვირთოთ ბავშვების ცხოვრება სახლის პირობებში. მათ უნდა შევთავაზოთ მრავალფეროვანი გასართობი, რომელიც ერთი მხრივ პოზიტივით აავსებს პატარებს, მეორე მხრივ კი დადებითად იმოქმედებს მათ განვითარებაზე.
უნდა ეცადოთ, ბავშვებს სახლის ეზოებსა თუ სოფლებში შეუქმნათ სათანადოდ გართობის პირობები, ისე რომ ეპიდემიის ფსიქოლოგიური ზიანი მათზე მინიმუმამდე დაიყვანოთ. ეზოს აუზები ეს არის საუკეთესო კომპენსაცია იმისთვის, რომ ბავშვები ვერ მიგყავთ ზღვაზე თუ ვერ დადიხართ აუზზე. წყალი დადებითად მოქმედებს ბავშვის ფსიქოლოგიაზე, ამშვიდებს ნერვებს, ავითარებს კუნთებს. ის გართობის საუკეთესო საშუალებაა ზაფხულის სიცხეში, რადგან აუზი ბავშვის სხეულს კარგად იცავს გადახურებისგან. სიცხე კი თავის მხრივ არაერთი პრობლემის საწინდარი შეიძლება გახდეს, მაგალითად, უმადობის, სისუსტის…
ეზოს აუზის შეძენა განსაკუთრებულ ფინანსურ ხარჯთანაც არ არის დაკავშირებული. განსხვავებული ზომის, სტილისა და ფორმის აუზების ფართო ასორტიმენტი კი შეგიძლიათ იხილოთ order24.ge-ზე, რომელიც სასურველ ნივთს მთელი საქართველოს მასშტაბით სასურველ მისამართზე მოგართმევთ.
კიდევ ერთი საინტერესო გასართობი ბავშვებისთვის ზაფხულის პერიოდში არის ბატუტი. როდესაც არ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შვილები ბატუტცენტრებში ან სხვა გასართობ ადგილებში წაიყვანოთ, მოუწყვეთ ისინი იქ, სადაც ხართ. შეგიძლიათ გააკეთოთ ქვიშით გასართობი კუთხეები, თავად შექმნათ საქანელები. გასართობი ეზოს აუცილებელი ნაწილი კი აუცილებლად უნდა იყოს ბატუტი. არ არსებობს ბავშვი, რომელსაც ბატუტზე ხტუნვა არ უყვარს. ასე პატარები მოახერხებენ დაგროვებული ენერგიაც დახარჯონ და ღამით მშვიდად იძინონ. სხვადასხვა ზომისა და კატეგორიის ბატუტების შეძენაც სახლში მიტანის სერვისით ძალიან მარტივად არის შესაძლებელი.