პოლიციამ ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის დირექტორს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. საფუძველი მშობელთა კოლექტიურის აჩივარი იყო, რომლებმაც ბაღის მთვრალი აღმზრდელი ბავშვის საწოლში ჩაძინებული ნახეს. ამ დროის განმავლობაში ბავშვები უმეთვალყურეოდ იყვნენ დატოვებულნი.
სკანდალური ვიდეოჩანაწერი, სადაც აღმზრდელს ბავშვის საწოლში ძინავს, სოციალურ ქსელში მოხვდა და დიდი სკანდალიც გამოიწვია. ვიდეო 11 ივნისსაა გადაღებული, 15 ივნისს კი მშობლებმა მასწავლებელი ისევ არაფხიზელ მდგომარეობაში ნახეს, თუმცა ამჯერად ეღვიძა.
მშობლებმა პოლიციას მიმართეს.
"ელენა ვერც მიხვდა, რას ეჩოდნენ მშობლები და რატომ აგროვებდნენ ბავშვების ნივთებს. პოლიციელების დაწესებულებაში შეშვებას კი საერთოდ არ აპირებდა. საბოლოოდ, ის განყოფილებაში მიაბრძანეს" - განუცხადა მშობელმა ადგილობრივ გამოცემას.
ამ შემთხვევამდე ძიძის მიმართ, რომელიც ამ საბავშვო ბაღში მასწავლებელიც იყო და დირექტორიც, ალკოჰოლის მოხმარების გამო შენიშვნა არასოდეს გამოთქმულა, თუმცა მშობლები იხსენებენ, რომ ალკოჰოლის მცირე სურნელს ჯგუფში შესვლისას გრძნობდნენ.