ცნობილი მოდელი თაკო ჩხეიძე, რომელიც მრავალშვილიანი დედაა, უფროს ვაჟს სერგის 20 წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ემოციურად ულოცავს:
"20 ივნისი, 2000 წელი - ეს ის თარიღია, როდესაც ღმერთმა დედობის ღირსი გამხადა და დღეს უკვე ჩემს სერგის 20 წელი შეუსრულდა! მადლიერი ვარ შენი არსებობით და მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვო დედის გულით, მიყვარხარ და მეამაყები!"