რამდენიმე დღეა ამ საზარელი ფაქტის შესახებ მსოფლიო მედია წერს. შემთხვევა ასტრახანში მოხდა - 19 ივნისს 12 წლის ალექსანდრ პარახნიაკოვის ცხედარი, ასტრახანის მკვიდრის, მისი უფროსი ძმის სახლში იპოვეს, იატაკის ქვეშ ბეტონში მოქცეული. ყველასთვის მოულოდნელად, გუშინ მისი მკვლელობა მისმა საკუთარმა დედამ აღიარა - 56 წლის გალინა მოროზოვამ.
ჯერ კიდევ 6 მარტს მიმართეს მშობლებმა პოლიციას, რომ 4 მარტიდან დაიკარგა მათი შვილი - 12 წლის უნიჭიერესი ალექსანდრე, თავის რაიონში ტაეკვანდოს ჩემპიონი, ფორტეპიანოს საერთაშორისო საბავშვო კონკურსების ლაურეატი, ბავშვთა კადეტთა კორპუსის მოსწავლე. პოლიციამ მაშინვე დაიწყო მისი ძიება და დედამისიც, სავარაუდოდ, კვალის ასარევად, სხვადასხვა ქუჩის კამერაზე თითქოსდა ცნობდა თავის შვილს და ყველაფერს აკეთებდა, რომ ის უბრალოდ დაკარგულად ეღიარებინათ და ძებნა გაეგრძელებინათ, როგორც ცოცხლის.
როგორც ძიებით ირკვევა, ალექსანდრე 4 მარტს ნამდვილად წავიდა სკოლაში, თუმცა მალევე დაბრუნდა შინ და დედასთან კონფლიქტი მოუვიდა. სწორედ ამ კონფლიქტის დროს მოკლა გალინამ თავისი შვილი. პოლიციელებმა მკვლელობის იარაღიც ამოიღეს - სავარჯიშო ჰანტელი.
გალინა მოროზოვა 20 ივნისს დააპატიმრეს, მას მერე, რაც ცხედარი იპოვეს და მან თავადაც აღიარა მკვლელობა. ქალი, რომელიც ასტრახანის პოლიტიკური მოღვაწე იყო, ასტრახანის გუბერნატორის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა და ადგილობრივ დუმაშიც აპირებდა კენჭისყრას...
ფაქტის გახმაურების შემდეგ გარდაცვლილის დამ ნატალიამ ვრცელი პოსტი დაწერა ინსტაგრამზე და პატარა ვიდეოც განათავსა თავის გარდაცვლილ ძმაზე:
"მე ვფიქრობდი, რომ საუკეთესო ოჯახი მქონდა და საუკეთესო დედ მყავდა...
ღამღამობით ქალაქში დავდიოდი და ყველა ბავშვში მას ვხედავდი. ყოველდღე ვლოცულობდი, რომ ეს ტანჯვა დამთავრებულიყო და ალექსანდრე გამოჩნდებოდა, ვერც კი ვიეჭვებდი, რომ ყველაფერი გაცილებით უარესად იყო, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით...
ძალიან გთხოვთ, ნუ დაურეკავთ მამაჩემს. მისთვის ჯერ არ უცნობებიათ ეს დეტალები და ძალიან მძმე მდგომარეობაშია..."
13 წლის გოგონა თვითმკვლელობამდე მეგობრის დედამ მიიყვანა - მეგან მაიერის ტრაგიკული ისტორია