როდესაც პატარა გამართულად დაიწყებს საუბარს, უკვე აქტუალური ხდება შეკითხვა: „როდის უნდა ვასწავლოთ ბავშვს წერა-კთხვა?“
3-4 წლამდე ასაკი საუკეთესო დროა იმისათვის, რომ ბავშვს წიგნი შეაყვაროთ. ამ ასაკში ბავშვებს ძალიან უყვართ საინტერესო ისტორიების მოსმენა. მნიშვნელოვანია, შეირჩეს ბავშვის ასაკის შესაფერისი წიგნი, რათა ისტორია პატარასთვის საინტერესოც იყოს და ადვილად გასაგებიც. ამ ასაკში ბავშვის ლექსიკის მარაგი 200-250 სიტყვისგან შედგება, შეუძლია რამდენიმე წინადადადების გადაბმა და მოკლე ისტორიის მოყოლა. ამიტომ, ახალი წიგნები მხოლოდ ახალ ისტორიებს კი არ ნიშნავს, არამედ ახალი სიტყვების აღმოსაჩენადაც კარგი საშუალებაა.
ყველა ბავშვისთვის განვითარების ტემპი ინდივიდუალურია, თუმცა დაახლოებით 4-5 წლის ასაკში ბავშვი უკვე გამართულად საუბრობს და უფრო გრძელი წინადადებების წარმოთქმაც შეუძლია.
4-6 წლის ბავშვებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ ფერების და ფორმების ცნობა, ფაზლების აწყობა, მეტი დროით შეუძლიათ ერთ აქტივობაზე კონცენტრაცია. ეს არის საუკეთესო დრო, რომ ბავშვს თანდათან შევასწავლოთ ასო ბგერები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესი იყოს სახალისო და თამაშზე აგებული. თუ ხედავთ, რომ ბავშვი მზად არ არის, არ დააძალოთ, ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვს ინტერესიც თანდათან გაუმძაფრდება და უფრო ადვილადაც შეძლებს კონცენტრაციას.
სწორედ ბევრი კვლევის შემდეგ, ქართველმა მშობელმა შექმნა ბროკოკოლის სათამაშოები, რაც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს დაეხმარება ასობგერების და დამარცვლის სწავლაში. სათამაშოები ასევე გათვლილია სასკოლო ბავშვებისთვისც.
ფსიქოლოგები და სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელები გვირჩევენ, რომ 4-6 წლის ასაკში ბავშვს თამაშით დავაწყებინოთ სიტყვების დამარცვლა. არ არის სავალდებულო ბავშვმა ყველა სიტყვა სწორად დამარცვლოს, მთავარია მიხვდეს, რომ შესაძლებელია სიტყვები დაიყოს მარცვლებად. სხვადასხვა კვლევები ცხადყოფს, რომ ბავშვები, რომლებსაც შეუძლიათ სიტყვების დამარცვლა, უფრო ადვილად იწყებენ სიტყვების წაკითხვას და კითხვის დაწყებაც ნაკლებ სტრესთან არის დაკავშირებული.
დაიწყეთ მარტივი, ორმარცვლიანი სიტყვებით. დამარცვლეთ სიტყვა და სთხოვეთ ბავშვს, გამოიცნოს, რა სიტყვა გამოდის: „გე-მი,“ „მე-ლა.“ შემდეგ სთხოვეთ, რომ თავად დამარცვლოს სხვა ორ-მარცვლიანი სიტყვები: „სპილო,“ „ჯუჯა“, ა.შ. თანდათან გადადით სამ და მეტმარცვლიან სიტყვებზე.
თუ ამ სავარჯიშოებს სათამაშოების გამოყენებით გააკეთებთ, ბავშვისთვის უფრო სახალისო და დასამახსოვრებელი იქნება. ბროკოკოლის სათამაშო „სახალისო მარცვლები“ გათვლილია 4-6 წლის ბავშვებისთვის. ფაზლი-მარცცვლებისგან დგება სიტყვები. ფერების და ილუსტრაციების გამოყენებით, 4-6 წლის ბავშვი დამოუკიდებლად შეძლებს სიტყვების აწყობას, ხოლო შეერთებული სიტყვების დამარცვლა უკვე ვიზუალურადაც შესაძლებელია. მაგალითად, შეგიძლიათ დააშოროთ „მატარებლის“ მარცვლები, ხმამაღლა დამარცვლოთ: „მა-ტა-რე-ბე-ლი“ და თან დათვალოთ რამდენი მარცვალია სიტყვაში. შემდეგ ისევ შეაერთეთ მარცვლები და სთხოვეთ ბავშვს თავად დამარცვლოს.
გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში მთავარი მიზანი თამაში და გართობაა, სიტყვების დამარცვლა კი თანმდევი პროცესია.
4-6 წლის ასაკი საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ ბავშვმა აღმოაჩინოს ასო-ბგერები. არ არის სავალდებულო შეძლოს მთლიანი ანბანის ჩამოთვლა, მთავარია იცოდეს, რომ სიტყვები შედგება ასო-ბგერებისგან.
აქაც მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი პროცესი აგებული იყოს თამაშზე და არ ჰქონდეს მეცადინეობის სახე. თუ ხედავთ, რომ ბავშვი მზად არ არის, არ დააძალოთ, მოგვიანებით კვლავ სცადეთ.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვს არ ვასწავლოთ კითხვა, თუ ეს ბუნებრივად არ მოხდა, რადგან შესაძლოა, სკოლაში ყოფნა მისთვის საინტერესო აღარ აღმოჩნდეს. ამ ასაკში საკმარისია იცოდეს ასობგერების არსებობის შესახებ. ასევე, შესაძლებელია ცნობდეს უკვე ყველა ასობგერას, მაგრამ უმჯობესია კითხვა სკოლაში დაიწყოს.
ბროკოკოლის თამაში „ანბანი - ერთად ვისწავლოთ კითხვა“ გათვლილია 4-6 წლის ბავშვისთვის. ილუსტრაციების და ფერების გამოყენებით, ბავშვი დამოუკიდებლად შეძლებს ფაზლის ბარათების აწყობას და თამაშს, ხოლო უფროსების დახმარებით თანდათან ისწავლიან, რომ „თვითმფრინავი“ იწყება ასობგერა „თ“-თი, „სპილო“ იწყება ასო-ბგერა „ს“-თი, „კოალა“ იწყება ასობგერა „კ“-თი. ასე თანდათან, თამაშით, ბავში იმახსოვრებს ასო-ბგერების მოყვანილობას და მოგვიანებით უკვე ილუსტრაციების გარეშეც შეძლებს მათ ცნობას.
ყუთზე განთავსებული ანბანის მეშვეობით კი ბავშვი თანდათან შეძლებს ასობგერების თანმიმდევრულად დამახსოვრებას:
თუმცა სასკოლო ასაკშიც დიდი როლი ენიჭება თამაშს და ხალისს. ასობგერების გამოწერაც სახალისო უნდა იყოს. რვეულის გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ დამხმარე სათამაშოები. ბროკოკოლის სათამაშო „ანბანი - ერთად ვისწავლოთ წერა“ საუკეთესო საშუალებაა შეინახოთ თქვენი შვილის მიერ გამოწერილი პირველი ასობგერები.