სოციალურ ქსელში მომხმარებელმა, ლია ჩხენკელმა, რამდენიმე საათის წინ გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილზე კომენტარის სახით დაწერა: "ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით."
აღნიშნული კომენტარის ავტორს უამრავი ადამიანი დაუპირისპირდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სკოლის პედაგოგია. ფაქტის შესამოწმებლად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავუკავშირდით:
"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ თითოეული მოქალაქისთვის სრულიად მიუღებელ ინფორმაციას, რომელიც თითქოს საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ არის დაწერილი. სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული სოციალური ქსელის მფლობელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი." - განაცხადეს სამინისტროში.
სოციალურ ქსელში პროფილი, რომლითაც კომენტარი დაიწერა, აღარ იძებნება.
თამარ იაკობაშვილი