"ტვ-პირველზე" გადაცემა "რეაქციაში" გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მეგობრებმა ისაუბრეს. გაიხსენეს გიორგი და მასთან დაკავშირებული ამბები. განსაკუთრებით ემოციური იყო მისი ერთ-ერთი მეგობრის გამოსვლა, რომელიც პირდაპირ ეთერში ატირდა და შემდეგ მეგობრებმა გაიყვანეს სტუდიიდან.