"არავის ვუსურვებ იმას, რაც ბავშვობაში გადავიტანე... სკოლაში დამცინოდნენ" - ვიქტორია ბექჰემის მოულოდნელი აღიარება - მშობლები

"არავის ვუსურვებ იმას, რაც ბავშვობაში გადავიტანე... სკოლაში დამცინოდნენ" - ვიქტორია ბექჰემის მოულოდნელი აღიარება

2020-07-17 17:50:59+04:00

ცნობილი მომღერალი და აწ უკვე დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი, "სპაის გერლზის" სხვა მომღერლებისგან განსხვავებით, კვლავაც პოპულარობის პიკშია. გარდა იმისა, რომ წარმატებული დიზაინერული კარიერა აქვს, ბედნიერი ოჯახითაც დაიკვეხნის - ფეხბურთელ დევიდ ბექჰემთან უკვე 20 წელზე მეტია ცხოვრობს და 4 შვილს ზრდის. ცოტა ხნის წინ მისი უფროსი ვაჟი მილიარდერის ქალიშვილზე დაინიშნა და დედამთილობისთვისაც ემზადება.

mshoblebi

თუმცა ყველაფერი ასეთი იდეალური არ ყოფილა ყოველთვის. 46 წლის ვარსკვლავმა აღიარა, რომ სკოლის წლებში ძალიან ბევრი სირთულის გადატანა მოუწია. ავსტრალიურ "ვოგთან" ინტერვიუში გაიხსენა ინგლისის ჰარტფორდშირის საგრაფოს სკოლაში გატარებული წლები. ის იქ ფაქტობრივად განდეგილივით იყო, არ ჰყავდა მეგობრები და კლასელები ხშირად დასცინოდნენ მორცხვ, დაკომპლექსებულ გოგონას.

mshoblebi

"სკოლის წლებში საკმაოდ მოუხერხებელი და მორცხვი ვიყავი. თითქმის არ იყო ისეთი ბავშვი, რომელსაც მეგობარს დავუძახებდი. როცა იმ დროში ვბრუნდები ფიქრებით, ვხვდები, რომ დამცინოდნენ. არავის ვუსურვებ იმის განცდას და გადატანას, რაც მე მომიწია", - აღნიშნა ვიქტორიამ.

mshoblebi

ვიქტორია ამბობს, რომ უმცროს გოგონას ასწავლის ახლა, როგორ გაუმკლავდეს მსგავს პრობლემებს, როგორ იყოს თავდაჯერებული და კიდევ, როგორ იყოს მგრძნობიარე ისეთი ადამიანების მიმართ, რომლებიც ვერ ახერხებენ კოლექტივში ადაპტირებას და საკუთარი თავის დაცვას. "როცა ჰარპერი წავიდა სკოლაში, ვუთხარი: "თუ ერთხელ დაინახავ საბავშვო მოედანზე პატარა გოგონას, რომელიც სულ მარტო ზის სადღაც კუთხეში, შესთავაზე, შენთან ითამაშოს. დედაშენი ხომ ზუსტად ასეთი გოგონა იყო". მე მინდა, რომ როცა გვერდით არის ჰარპერი, ბავშვებმა არ იგრძნონ მარტოობა".

mshoblebi

ვიქტორიას ერთადერთი გოგონა ცოტა ხნის წინ 9 წლის გახდა.

altდევიდ და ვიქტორია ბექჰემები დედამთილ-მამამთილის ამპლუაში - ვინ გახდა მათი რძალი

alt"ვინ იფიქრებდა, რომ ქორწინების 21-ე წლისთავს ვიზეიმებდით და 4 ყველაზე ლამაზი და იდეალური შვილი გვეყოლებოდა..." - ბექჰემების ემოციური მილოცვა