ცნობილი მომღერალი და აწ უკვე დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი, "სპაის გერლზის" სხვა მომღერლებისგან განსხვავებით, კვლავაც პოპულარობის პიკშია. გარდა იმისა, რომ წარმატებული დიზაინერული კარიერა აქვს, ბედნიერი ოჯახითაც დაიკვეხნის - ფეხბურთელ დევიდ ბექჰემთან უკვე 20 წელზე მეტია ცხოვრობს და 4 შვილს ზრდის. ცოტა ხნის წინ მისი უფროსი ვაჟი მილიარდერის ქალიშვილზე დაინიშნა და დედამთილობისთვისაც ემზადება.
თუმცა ყველაფერი ასეთი იდეალური არ ყოფილა ყოველთვის. 46 წლის ვარსკვლავმა აღიარა, რომ სკოლის წლებში ძალიან ბევრი სირთულის გადატანა მოუწია. ავსტრალიურ "ვოგთან" ინტერვიუში გაიხსენა ინგლისის ჰარტფორდშირის საგრაფოს სკოლაში გატარებული წლები. ის იქ ფაქტობრივად განდეგილივით იყო, არ ჰყავდა მეგობრები და კლასელები ხშირად დასცინოდნენ მორცხვ, დაკომპლექსებულ გოგონას.
"სკოლის წლებში საკმაოდ მოუხერხებელი და მორცხვი ვიყავი. თითქმის არ იყო ისეთი ბავშვი, რომელსაც მეგობარს დავუძახებდი. როცა იმ დროში ვბრუნდები ფიქრებით, ვხვდები, რომ დამცინოდნენ. არავის ვუსურვებ იმის განცდას და გადატანას, რაც მე მომიწია", - აღნიშნა ვიქტორიამ.
ვიქტორია ამბობს, რომ უმცროს გოგონას ასწავლის ახლა, როგორ გაუმკლავდეს მსგავს პრობლემებს, როგორ იყოს თავდაჯერებული და კიდევ, როგორ იყოს მგრძნობიარე ისეთი ადამიანების მიმართ, რომლებიც ვერ ახერხებენ კოლექტივში ადაპტირებას და საკუთარი თავის დაცვას. "როცა ჰარპერი წავიდა სკოლაში, ვუთხარი: "თუ ერთხელ დაინახავ საბავშვო მოედანზე პატარა გოგონას, რომელიც სულ მარტო ზის სადღაც კუთხეში, შესთავაზე, შენთან ითამაშოს. დედაშენი ხომ ზუსტად ასეთი გოგონა იყო". მე მინდა, რომ როცა გვერდით არის ჰარპერი, ბავშვებმა არ იგრძნონ მარტოობა".
ვიქტორიას ერთადერთი გოგონა ცოტა ხნის წინ 9 წლის გახდა.
დევიდ და ვიქტორია ბექჰემები დედამთილ-მამამთილის ამპლუაში - ვინ გახდა მათი რძალი