ბოლივუდისა და ჰოლივუდის ვარსკვლავს აიშვარია რაის კოვიდ-19 დაუდასტურდა. 47 წლის მსახიობის ფაქტობრივად მთელი ოჯახი დაავადდა - მისი 8 წლის შვილი აარადხია, ქმარი და მამამთილიც კი.
მამაკაცები მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. აიშვარია ქალიშვილთან ერთად სახლში რჩებოდა, თითქოსდა, უსიმპტომოდ ვითარდებოდა ვირუსი, თუმცა მალე გართულდა ინფექცია და დედა-შვილის გადაიყვანეს ჰოსპიტალში.
ახლა მისი გულშემატკივრების არმია მოუთმენლად ელის სიახლეებს, რამდენად მალე დაამარცხებს ვირუსს ცნობილი მსახიობი.