თქვენმა შვილმა შეიძლება ერთსა და იმავე ნივთზე დღეში 10-ჯერ, 20-ჯერ, 100- ჯერ გკითხოთ - "ეს რა არის?" 4 წლის ბავშვი დღეში საშუალოდ 437 კითხვას სვამს. როდესაც პატარა ფეხს იდგამს და სწავლობს ლაპარაკს, მის პატარა ტვინში ახალი შეკითხვები იბადება. თქვენმა შვილმა შეიძლება ერთსა და იმავე ნივთზე დღეში 10-ჯერ, 20-ჯერ, 100- ჯერ გკითხოთ - "ეს რა არის?". არასდროს დატოვოთ მათი კითხვები უპასუხოდ, არ გაბრაზდეთ, არ მოიშოროთ თავიდან. სამსახურის საქმეებით და პრობლემებით დახუნძლული ნერვული სისტემა ცოტა ხნით შეამსუბუქეთ. კითხვები უმიზეზოდ არ ჩნდება, გავა დრო და მოზრილ ასაკში არაფერს შეგეკითხებათ, თქვენს გარეშე მიიღებს სერიოზულ გადაწყვეტილებებს, არ მოგისმენთ. ყოველთვის უპასუხეთ დასმულ შეკითხვებს.
ეს ვიდეორგოლი მოხუც მამაზე და ახალგაზრდა შვილზეა.
მამა: - რა არის ეს?
შვილი: - ჩიტი
მამა: - რა არის ეს?
შვილი: - მამა, ახლა არ გითხარი?! ჩიტი!
მამა: - რა არის ეს?
შვილი: - ჩიტი მამა, ჩი-ტი, ჩი-ტი!!!
მამა: - რა არის ეს?
შვილი: - რატომ აკეთებ ასე? უკვე მერამდენედ გითხარი, რომ ეს ჩიტია, ჩი-ტი, არ გემის?!
მამა ადგა და სახლიდან ძველი წიგნაკი გამოიტანა, შვილს მისცა და სთხოვა ხმამაღლა წაეკითხა:
"დღეს მე და ჩემი პატარა ბიჭი პარკში ვისხედით სკამზე. როდესაც ჩვენ წინ ჩიტი დაფრინდა, ჩემმა შვილა 21-ჯერ მკითხა, თუ რა იყოს ეს. მე კი 21-ჯერ ვუპასუხე, რომ ეს ჩიტი იყო. როდესაც ერთსა და იმავე კითხვას მისვამდა, ყოველ ჯერზე ვეხუტებოდი, გაგიჟების და ჩხუბის გარეშე ვპასუხობდი ჩემს პატარა, უდანაშაულო ბიჭს...
მოამზადა სალომე გორგოშიძემ