გამომცემლობა "პალიტრა L" 15 წლისაა და საიუბილეო წელს მთელ საქარ-თველოსთან ერთად აღნიშნავს.
ზაფხულის ლიტერატურული თავგადასავალი კახეთიდან დაიწყო, ჩატარდა გამოფენა-გაყიდვა, მაკულიტერატურის აქცია, რომლის ფარგლებშიც, მსურველებმა ჩააბარეს უსარგებლო თაბახის ფურცლები, რვეულები, ძველი წიგნები და გადაცვალეს ახალ წიგნებზე. მომხმარებელი 300- მდე წიგნიდან მათთვის სასურველ ჟანრს ირჩევდა.
თელავში გაიმართა ინტერაქციული წიგნის - „ფენიქსის“ პრეზენტაცია. ქართველი ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი თელაველ მკითხველს შეხვდნენ.
"ლიტერატურული ქარავანი" ზუგდიდსაც ესტუმრა, სადაც ბოტანიკური ბაღის ღია ბიბლიოთეკაში „ფენიქსის“ პრეზენტაცია გაიმართა.
გთავაზობთ "ლიტერატურული გაჩერების" განრიგს:
3-4 აგვისტოს ლიტერატურული გაჩერება სვანეთის მთებში დაბანაკდება დამესტიაში წიგნების-გამოფენა გაყიდვა გაიმართება; 10 აგვისტო - "ლიტერატურული გაჩერება" ყაზბეგში; 12 აგვისტო - "ლიტერატურული გაჩერება" სიონში; 13 აგვისტო - "ლიტერატურული გაჩერება" სურამში; 14-15-16 აგვისტო - ზაფხულის ლიტერატურული თავგადასავალი ბათუმ-ში გაგრძელდება და ბათუმელებს საინტერესო ლიტერატურული ღონის-ძიებები ელით. 14 აგვისტოს დაიწყება „მაკულიტერატურის“ აქცია, რომელიც 16 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით. ასევე, 14 აგვისტოს გაიმართება პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ღონისძიება „ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“, სადაც სპიკერები იქნებიან: დავით ჩიკვაიძე, ანდრო დგებუაძე და რევაზ კოპალაძე. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ "ლურჯი ოკეანის" ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/lurjiokeane/ 15 აგვისტოს გაიმართება „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარ-ჯვებულის თინათინ ბერიძის წიგნის „მოპარული სიყვარულის“ პრეზენტა-ცია. "ბიბლუსი გალერეა", 19:00 სთ. 16 აგვისტოს, 19:00 საათზე "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართება ინტერაქცი-ული წიგნის, ფენიქსის პრეზენტაცია, რომელსაც „ლიტერატურულ ექსპე-რიმენტსაც“ უწოდებენ. ბათუმს ეწვევიან ქართველი ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი. 17 აგვისტოს ლიტერატურული გაჩერება ოზურგეთში გადაინაცვლებს (მის: 9 აპრილის პარკი). გურულებსაც ექნებათ შესაძლებლობა გაცვალონ მაკულატურა ახალ წიგნებში და ასე გადაარჩინონ გარემო. (1კგ = 1 ლარს). 19:00 საათზე , კაფეში "რვას + 1" (გაბრიელ ეპისკოპოსის #3) "ფენიქსის" ავ-ტორებთან შეხვედრა გაიმართება. 18 აგვისტოს ოზურგეთში დასრულდება "მაკულიტერატურის" აქცია, რომ-ლის ფარგლებშიც, 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გა-დაცვლით. 19 აგვისტოს - "პალიტრა L-ის" ლიტერატურული გაჩერება ბახმაროში დას-რულდება.