"იმ ადამიანებს, რომლებიც ელექტრონულ პორტალზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლას ვერ შეძლებენ, ახლავე შეუძლიათ მიმართონ
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს "ლიბერთი ბანკის" ფილიალებს"- გვითხრეს სამინისტროში. მოქალაქეები წერდნენ, რომ მონაცემების შეყვანისას ფიქსირდებოდა შეცდომა და მაშინ, როცა ბავშვის ასაკი შეესაბამებოდა მოთხოვნებს, პორტალზე წერდა, რომ დახმარება არ ეკუთვნოდათ. ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და ახლა უკვე გამოსწორებულია.
როგორც იცით, რეგისტრაცია პირველ დეკემბრმდეა შესაძლებელი. სამინისტროში გვითხრეს, რომ თანხა სექტემბრიდან, ეტაპობრივად ჩაირიცხება.
მოქალაქეებს აინტერესებდათ, შეეძლოთ თუ არა სოციალური ბარათის ანგარიშის მითითება, რაზეც სამინისტროს ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ შესაძლებელია. რეგისტრაციისას შეგიძლიათ ნებისმიერი ბანკის ანგარიში მიუთითოთ.
იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ რეგისტრციას ვერ ახერხებთ და მიმართავთ უკვე ჩამოთვლილ რომელიმე სერვისცენტრს, ზუსტად იმავე მონაცემების წარდგენა დაგჭირდებათ, რაც ელექტრონული რეგისტრაციისას. ეს მონაცემებია:
ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება. იმ ადამიანებს, რომლებსაც ანგარიშზე სესხი უფიქსირდებათ, ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარების ჩარიცხვის შემთხვევაში, თანხა არ ჩამოეჭრებათ.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულ პორტალზე daxmareba.moh.gov.ge
თამარ იაკობაშვილი