კომპანია Space X-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ამერიკელმა გამომგონებელმა ილონ მასკმა თავის ქალაში ჩასადგმელი ჩიპის ახალი, მოდიფიცირებული ვერსია წარადგინა. ამის შესახებ CNBC წერს.
ჩიპებზე მასკის კუთვნილმა კომპანიამ, "ნეურალინკმა“ იმუშავა. როგორც მილიარდერი ამბობს, ცდა ჩაატარეს 3 ღორზე, მათ ჩიპი ჩაუსვეს და შედეგი წარმატებული აღმოჩნდა. ერთ-ერთ ღორს, რომელსაც მასკმა გერტრუდა დაარქვა, ჩიპი ორი კვირის განმავლობაში ჰქონდა გაკეთებული.
ჩიპს მონეტის ფორმა და ზომა აქვს
"ჩიპი მონეტის ზომისაა და ის თავის ქალაში ისე იქნება განთავსებული, რომ გარედან ვერავინ დაინახავს. მთელი დღის განმავლობაში დამუხტვა არ დასჭირდება“, - ამბობს მასკი და დასძენს, რომ ყოველივე სხვადასხვა დაავადებების გამოვლენასა, მკურნალობას უფრო მარტივს გახდის და ჩიპის თავში იმპლანტირების მიზანიც ესაა. განაგრძეთ კითხვა