დონალდ ტრამპის დისშვილი, მერი კვლავ აგრძელებს პრეზიდენტისა და მულტიმილიონერის წინააღმდეგ გალაშქრებას. როგორც ჩანს, ამ ომში მხოლოდ ერთი გამარჯვებული იქნება.
მერი ტრამპმა სკანდალური წიგნი გამოუშვა სახელწოდებით: "გადამეტებული რამ ყოველთვის საკმარისი არ არის: როგორ აღზარდა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოში ყველაზე საშიში ადამიანი". წიგნით გამოაშკარავდა, რომ საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზეა, რადგან ავტორი სწორედ მისი დისშვილია.
ცოტა ხნის წინ ქალმა 83 წლის დეიდისა და დონალდ ტრამპის უფროსი დის, მერიენ ტრამპ-ბერის, სკანდალური მიმოწერა გამოაქვეყნა. მერიენი ცნობილი ამერიკელი იურისტია. მრავალი წლის განმავლობაში მოსამართლედ მუშაობდა. როდესაც მისი ძმა პრეზიდენტი გახდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის დანიშვნას ქვეყნის უზენაესი სასამართლოს უფროსად გეგმავდა, მაგრამ შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მისი დის ინტერესებში არ შედიოდა.
წიგნში მერი ტრამპი მერიენის არაერთ უსიამოვნო მოსაზრებას აღწერს საკუთარ ძმაზე. ამჯერად კი, ქალი მერიენის მოსაზრებებს აქვეყნებს ტრამპის შვილების ერიკისა და ივანკას შესახებ.
36 წლის ერიკ ტრამპი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი მეცენატი და საოჯახო ბიზნესის "The Trump Organization"-ის ხელმძღვანელია. მამიდამ კი მას მორიდების გარეშე უწოდა ,,სულელი“. ქალი ამბობს, რომ ეს ფაქტი ყველასთვის ცნობილია, ვისაც კი ბიჭთან შეხება აქვს, მათ შორის, დონალდ ტრამპისთვისაც.
რაც შეეხება ივანკას, მამიდა მასზე ამბობს, რომ ტრამპს ყველაზე მეტად უყვარს. მეტიც, აღნიშნავს, რომ ის "მინი ტრამპია". ქალი ყვება, რომ მისი ძმა უბრალოდ მოჯადოებულია საკუთარი ქალიშვილის სიყვარულით.
ტრამპის შვილები
ქალი იმასაც აღნიშნავს, რომ ივანკას მამის თაყვანისცემამ არაფერი მოუტანა და ის მაინც ისეთივე უგულო და უგრძნობია, როგორც მამამისი, სხვა ადამიანების მიმართ. მერიენმა ერთი ეპიზოდი გაიხსენა, მაშინ, როდესაც ტრამპმა მექსიკის საზღვარზე1500 ბავშვის ჩამოშორების ბრძანება გასცა ემიგრანტებისათვის, ივანკამ ზუსტად იმ დროს გამოაქვეყნა ფოტო, სადაც თავისი პატარა ბიჭი ჰყავს ხელში აყვანილი და ბედნიერად გამოიყურება.
აშკარაა, რამხელა ტკივილს აყენებს მელანია ტრამპს დონალდის ივანკასადმი დამოკიდებულება. გოგონა ხომ უკვე მრავალი წელია დედინაცვალთან ერთად ცხოვრობს და სიყვარულსა და ყურადღების გასანაწილებლად ნამდვილი ომია გაჩაჭებული. როგორც ჩანს, ეს ბრძოლა განწირულია.