ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში, სამი თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვი ხელში ინფიცირებულს ეჭირა.
„იქ არის ფიზიკური კონტაქტი, ბავშვი ხელში ეჭირა ინფიცირებულს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გურიაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა აღმოჩენილი, აქედან ერთი ინფიცირებული ქორწილში იმყოფებოდა.
„გურიაში გვაქვს 3 დადასტურებული შემთხვევა. გარკვეულწილად ერთი ებმის ისევ და ისევ აჭარას და მიმდინარეობს ეპიდკვლევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში, სამი თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათივე თქმით, ჩვილის ოჯახი დაინფიცირებული ქალის კონტაქტს წარმოადგენდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„ბავშვის ოჯახი ისედაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ცოტა ხანში გადავიყვანთ ჩვილს კლინიკაში", - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩოხატაურის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ჯიბუტი.