საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
45 ახალი შემთხვევიდან 21 აჭარაში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 -დან 3 ე.წ. ხოფას ბაზრობის კლასტერს უკავშირდება.
უწყების ცნობით, დღეს ბაზრობაზე მასიური ტესტირება დაიწყო, მანამდე კი ბაზრობა დახურული იქნება.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და - 1321 ს შეადგენს.