შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი, 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ. დააკავეს. შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სამი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა.
„პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით აწარმოებს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ambebi.ge დაზარალებული ბავშვის მეზობელს ესაუბრა:
"მოძალადის ოჯახს სოფელი კარგად არც იცნობს, კახეთის სხვა სოფლიდან არიან ჩამოსახლებულები. ერთი უბირი ხალხია, არავისთან კონტაქტობენ და მათზე ბევრი არც არაფერი ვიცით. მოძალადე 14 წლისაა, სკოლის მოსწავლეა და მის გარდა მშობლებს კიდევ ორი შვილი ჰყავთ. ეს ბიჭი თურმე დაახლოებით ერთი წელია, რაც 9 წლის ბიჭზე სექსუალურად ძალადობდა და ბავშვს აშინებდა თურმე, - ვინმეს თუ ეტყვი, მოგკლავო. ამ პატარა ბიჭის მეგობრებს, 8-9 წლის ძმებს დაუნახავთ, როგორ უპირებდა მორიგ ძალადობას მოზარდს და მიხმარებიან, მისი ცემა დაუწყიათ. "