თუ მიუტან დამწვარ ხორცს, გამხმარ პურს ან მჟავე მაწონს, გეტყვიან, არ მიყვარსო, განა - არ მინდაო. აი, ასეთი ზრდილობიანი ხალხია საქმრო
ასე ეძახიან ძიას, სანამ ცოლს შეირთავს. რომ შეირთავს, მერე ხან რას ეძახიან, ხან რას.
არისტოკრატები
თუ მიუტან დამწვარ ხორცს, გამხმარ პურს ან მჟავე მაწონს, გეტყვიან არ მიყვარსო, განა - არ მინდაო. აი, ასეთი ზრდილობიანი ხალხია
ქმარი
კაცია. სულ უნდა აჭამო, გაურეცხო და ყველაფერი მიუტანო. ზოგჯერ თვრება და ხვრინავს. გაძლევს ფულს.
ცოლი
ალაგებს, უვლის ქმარს და მის შვილს.
ინტუიცია
ვისაც ეს აქვს, ის კართან ფრთხილად მიდის, იმიტომ რომ იცის, ვინ დგას მის უკან. წინასწარ ამოიღებს პისტოლეტს და იწყებს სროლას.
უძილობა
უძილობა აქვს პატარძალს. წევს და მთელი ღამე ფიქრობს, მომიხდება კაბა? ლამაზი ვიქნები? როგორი ქმარი შემხვდება?
კრუიზი
იქ დაქორწინებულები დადიან.
მადუღარა
ტყეში არ მიაქვთ, იმიტომ რომ შტეპსელი არ არის.
საჭმელი
ყველაზე გემრიელი ბებოს გამოსდის, დედასაც კარგი გამოსდის. მამა კარგად ჭრის პურს.
სტიუარდესა
უნდა იყოს გამხდარი, თორემ სკამებში გაიჭედება.
მუცელი
ეს ადამიანის ყველაზე მდიდარი ადგილია. იქ არის მაკარონი, კომპოტი, ბორში, მოხარშული გოგრა. სადღაც იქვე არის გულიც.
სარეცხის ფხვნილი
სარეცხის მანქაში ყრიან ხოლმე. სხვაგან სად ყრიან, არ ვიცი. საჭმელში მე არასოდეს ჩამიყრია.
მკითხაობა
ვინც ეს იცის, გეტყვის, ვის უნდა გაყვე ცოლად. მე ლუკას შერთვა მინდოდა. მაგრამ ლევანზე ჩავიფიქრე და ვიმკითხავე. თურმე ლაშას უნდა გავყვე ცოლად.
ჯენტლმენი
იგივე ლედია, ოღონდ კაცი.
ბედნიერება
ბავშვი ხან ბედნიერია, ხან არა. იმიტომ რომ დედა ხან ეჩხუბება, ხან ნაყინს ყიდულობს.