პერსონაჟების გამო ღელვა კითხვის სურვილს აძლიერებს ჩინელმა მეცნიერებმა კვლევების რამდენიმე სერია ჩაატარეს და დარწმუნდნენ: პერსონაჟების გამო ღელვა კითხვის სურვილს აძლიერებს.
ბავშვი რომ წიგნში "ჩაიძიროს", საჭიროა, რომ ტვინის გარკვეული უბნები გააქტიურდეს. მოხალისეებზე ჩატარებულმა ცდებმა ცხადყო, რომ ეს აქტივობა ყველაზე მაღალი იყო ჰარი პოტერის საშინელი სცენების კითხვისას, როცა წიგნის გმირები განსაცდელში იმყოფებოდნენ. შემდეგ კი სწორედ ეს სცენები აღიარეს ყველაზე კითხვადად.
ჩვენ კი რას ვთავაზობთ ბავშვებს? კონკიას და მეფის ასულს. ეს ზღაპრები გოგონებში მხოლოდ თანაგრძნობას იწვევს, ბიჭებს კი თავგადასავლები და ბრძოლები სჭირდებათ. ამიტომაც გადაერთნენ თანამედროვე პატარა მოზარდები ასე აქტიურად "საბრძოლო" თამაშებზე.
ამ დროისთვის ყველაზე მიმზიდველ ნაწარმოებებად საშინელებათა ჟანრის ზღაპრები რჩება. თუმცა ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეთ, რათა ბავშვის ფსიქიკას ზიანი არ მიადგეს. ყველაფერი ბავშვური ფანტაზიის დონეზე უნდა დარჩეს.
იხილეთ ასევე: 8 რჩევა - როგორ უნდა წაუკითხოთ ბავშვს წიგნი, რომ დააინტერესოთ