ჭირის სარგებელი
-წამოდი ანდრო!
-არ მინდა ნიკა, შეიძლება დედაჩემი ძალიან გაბრაზდეს!
-დამიჯერე, ამაში გასაბრაზებელი არაფერი არ არის!
-არ მინდა პლიაჟზე გასვლა!
-არ გაინტერესებს, თუ რამდენად სუფთაა ზღვა?
მეგობრები იმაზე კამათობდნენ თუ რამდენად მართებულია ეხლა პლიაჟზე გასვლა. სანდროს მიაჩნდა რომ ზღვის მონახულება ძალიან საინტერესო იქნებოდა.
-დედამ მითხრა რომ გარეთ გასვლით, შეიძლება დაინფიცირდე! Მე კიდევ ძალიან მეშინია ვირუსის!
-დარწმუნებული ვარ პლიაჟზე ერთი ადამიანიც კი არ იქნება. Ხომ გახსოვს ნიკ, მუდამ როგორი ჭუჭყიანი იყო ჩვენი ზღვა?
-მახსოვს!-უპასუხა ნიკამ- აბა რა იქნება? Წლებია უკვე ნავთობი და ნაგავი, ოკეანეებსა და ზღვებში იყრება!
-განსაკუთრებით ჩვენს ზღვაში!-აღნიშნა ანდრომ- იმდენად დანაგვიანებული არის ხოლმე წყალი რომ, ბანაობაც კი შეუძლებელია!
-და ეხლა რატომ გინდა პლიაჟის ნახვა? Თან შორსაა ზღვა!
-ყველაფრის მიხვედრა მარტივია ნიკა!-უპასუხა ანდრომ-ქარხნები აღარ მუშაობს, აღარც თვითფრინავების გამონაბოლქვები გვაწუხებს! ჩემებიც აღარ გადაადგილდებიან ზღვაში! ბუნება გაიწმინდა ნიკა!
-წავიდეთ!-თქვა ბოლოს ნიკამ.
****
Ბიჭები ქალაქის მთავარ ქუჩას, ფეხით დაუყვნენ. Ზღვა, ქალაქს ესაზღვრებოდა თუმცა ბიჭები, ქალაქის უკანასკნელ წერტილში ცხოვრობდნენ. Ზღვამდე მისასვლელად კი რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ:
-ცოტათი ვნანობ რომ წამოგყევი!-თქვა უკმაყოფილოდ ნიკამ-კიდევ ერთხელ ვამბობ რომ, არ მინდა დავინფიცირდე!
-შეხედე! გარეთ თითქმის არავინ არის! Ყველანი სახლში არიან!-აღნიშნა ანდრომ და ქუჩას გადაავლო თვალი-ამას კარგი თვისება აქვს!
-მაგალითად რა?-ჩაეიკითხა ნიკამ.
-ის რომ დედამიწამ საბოლოოდ ამოისუნთქა!
-დედამიწამ ამოისუნთქა?-სახტად დარჩა ნიკა-შენ ფიქრობ რომ რაც ეხლა ხდება, კარგია?
-არა არა...-ჩაიცინა ანდრომ-უბრალოდ ვფიქრობ რომ ამასაც აქვს კარგი მხარეები!
-მე მასე არ ვფიქრობ!-ხმადაბლა ჩაილაპარაკა ბიჭმა თუმცა ანდრო, უკვე აღარ უსმენდა:
-შეხედე, ზღვა უკვე მოჩანს!-სიხარულით აუციმციმდა თვალები ანდროს-როგორი სუფთაა!
Ნამდვილად ასე იყო! ნიკა გაძეგლდა როდესაც ჰორისონტზე, სუფთა და კამკამა ზღვა დაინახა.
Ბიჭები არ იყვნენ მიჩვეული მზგავს სანახაობას:
-წამოდი, სირბილით წავიდეთ!-ხმამაღლა თქვა გაოცებულმა ანდრომ და კამკამა ზღვისკენ მიმავალ გზას, სირბილით გაუყვა. უკან კი ნიკა მისდევდა რომელსაც თვალი, ზღვისთვის გაეშტერებინა.
-წამოდი, დროზე!-გასძახა გახარებულმა ანდრომ მეგობარს.
Რამდენიმე წუთში უკვე პლიაჟზე იყვნენ. ოქროსფერი ქვიშა, სასიამოვნოდ ბრწყინავდა. Მშვიდი, წყნარი ზღვის თავზე, სტაფილოსფერი მცხურვალე მზე იდგა რომელიც სუფთა ზღვას, კამკამებას ანიჭებდა.
-ეს ყველაფერი გასაგიჟებელია!-აღნიშნა გაოცებულმა ნიკამ.
-ხო! Ხშირად ვერ ნახავ სუფთა ზღვებსა და ოკეანეებს!-თქვა ანდრომ- ეს მაშინ ხდება როდესაც ადამიანი, საკუთარ თავთან მარტო რჩება. ამ დროს ხვდება რომ საშინელებები აქვს ჩადენილი. Რომ ყველაფერი ადამაინის ბრალია! ჩემი აზრით ეხლა უნდა მიხვდეს ადამიანი საკუთარი საქციელის მთელ პრობლემებს!
-წამოდი! Შემაღლებულ ადგილზე ავიდეთ!-შესთავაზა რამდენიმე წუთში ნიკამ, მეგობარს.
Ნაპირზე, ერთი მოზრდილი ლოდი იყო რომელზეც გაჭირვებით ავიდნენ. ლოდი ძალიან დიდი არ იყო თუმცა ბევრი რამის დანახვა შესაძლებელი იყო:
-შეხედე ნიკა! Დელფინები!
შორი-ახლოს ლამაზი პატარა დელფინები მონდომებით დაცურავდნენ. აქა-იქ მოზრდილ ულამაზეს თევზებსაც კი შეამჩნევდით:
-ხვდებიან რომ ადამიანები საფრთხეს ჯერჯერობით, არ წარმოადგენენ!-
ამ დღის შემდეგ, დარწმუნდნენ რომ დედაბუნება, მეტად საჭირო რამ არის!