თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 11-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
თბილისიდან დასავლეთ საქართველოსკენ მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა.
დაშავებულები კლინიკა ,,გორმედში“ არიან მოთავსებულები. მათგან რამდენიმე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს თბილისში გამართული აქციის მონაწილეები სამეგრელოს მიმართულებით გადაჰყავდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.
ინტერპრესნიუსი