32 წლის შორენა ყიასაშვილი ავარიას 1-ლ ნოემბერს, საღამოს საათებში, თეთრიწყაროს რაიონ სოფელ ახბულახთან ემსხვერპლა. გარდაცვლილი ქალის ნათესავები AMBEBI.GE-სთან ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს ყვებიან და ამბობენ, რომ ავარიის მიზეზი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილების შეჯახება გახდა.
მათი ინფორმაციით, ავტომობილში გარდაცვლლის გარდა კიდევ სამი ადამიანი იჯდა, მათ შორის გარდაცვლილის 12 წლის შვილიც. ყველა მათგანი სიკვდილს გადაურჩა და სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში მკურნალობენ.
"შორენა ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში მასთან ერთად ისხდნენ მისი 12 წლის შვილი, მეგობარი და მეგობრის შვილი. შორენას ძალიან უყვარდა მანქანით მაღალი სიჩქარით სიარული. ადრენალინზე გიჟდებოდა