მეშვიდე დღეა, რაც ნათია დუმბაძე კორონავირუსს ებრძვის. მომღერალი ამბობს, რომ სწორედ მაშინ დაინფიცირდა, როდესაც სახლში ჩაიკეტა და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გადიოდა გარეთ. უხარია, რომ ოჯახის წევრები მაინც გადარჩნენ. თუმცა მიმდინარე რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მკურნალობას სახლში აგრძელებს, რადგან ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე პერიოდი გადალახა... დადებითი განწყობა, ლიმნიანი წყალი და ახლობლებთან საუბარი, ეს არის მისი მთავარი რეკომენდაცია მათთვის, ვისაც მასავით სახლში უწევს მკურნალობა...
- ნათია, როგორ დაინფიცირდით კორონავირუსით?
- არ ვიცი, მართლა ყველანაირ წესს ვიცავდი. ბოლო ერთი კვირა სახლში ჩავჯექი და მეგობრებთან ერთადაც კი არსად არ წავსულვარ. დაბადების დღეებიც კი გავაცდინე. თუნდაც ორი და სამი ადამიანის შეკრებასაც კი არ დავსწრებივარ. ზომები რომ გავამკაცრე, მერე დავინფიცირდი. დანარჩენი, როგორც ყველა, მეც დავდიოდი აფთიაქსა და მაღაზიაში. ერთადერთი - ბავშვი გავიყვანე სასეირნოდ ჰაერზე. ორბელიანზე ვისეირნეთ, იქაც არაფერს შევხებივართ.
- სიმპტომები როგორ გამოგივლინდათ?
- თავის ტკივილი დამეწყო და წნევა რომ გავიზომე, მაღალი მქონდა. ღამე სიცხე რომ მომცა, ეგრევე განვმარტოვდი, იზოლაციაში გადავედი და შემდეგ ტესტიც გავიკეთე და დამიდასტურდა. ოჯახის წევრებიდან საბედნიეროდ არავინ დაინფიცირებულა.
- თქვენი ფოტო ვნახე სოციალურ ქსელში და ინფექციურში გადიოდით მკურნალობას?
- არა, ერთი დღე ვიყავი მარტო. უჰაერობამ შემაწუხა და ნერვებს ავყევი, ძალიან შემეშინდა. დილას ჰაერი რომ არ მეყო, ვიფიქრე ფილტვების ანთება არ ყოფილიყო და ჩემით მივედი ინფექციურში. კატე გადამიღეს და არ მაქვს ანთება. მეორე დღესვე გამომწერეს. ერთადერთი დაღლილობა მაწუხებს, ძალა არ მაქვს. ახლა სიცხეც აღარ მაქვს და აღარც თავი, ძვლები და კუნთები მტკივა. ყველაფერი გავიარე, ახლა მეშვიდე დღე მაქვს. სახლში გავდივარ მკურნალობას, მარტო ვუვლი თავს.
განაგრძეთ კითხვა