დედების უმრავლესობა თავიანთი პატარებისთვის საფენისგან გაღიზიანებული კანის დამცავ და აღმდგენ საუკეთესო საშუალებებს ეძებს, რადგან ეს ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.
მნიშვნელოვანია, ბავშვის მოვლის საშუალება კანის პრობლემას სწორად მივუსადაგოთ, რათა შედეგი მაქსიმალურად მოკლე დროში მივიღოთ და პატარას დისკომფორტი თავიდან ავარიდოთ. საფენის ქვეშ კანის სერიოზული გაღიზიანება ბავშვებში უხასიათობის, ძილის ციკლის დარღვევის,უმადობის და სხვა პრობლემების გამომწვევი შეიძლება გახდეს, ამიტომ საჭიროა, დროულად მოვაგვაროთ პრობლემა.
საფენის ქვეშ თბილი და ნესტიანი გარემო ბაქტერიების განვითარებისა და გამრავლებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. მოვლის საშუალებების შერჩევა კი პირველ რიგში, კანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ როდის უნდა გამოვიყენოთ პუდრი და როდის კრემი და რა განსხვავებაა მათ შორის.
კრემსა და პუდრს განსხვავებული შემადგენლობა აქვთ, შესაბამისად, კანზე სხვადასხვა ეფექტს ახდენენ.
გასათვალისწინებელია, რომ მცირეწონიან და დღენაკლულ პატარებს განსხვავებული შემადგენლობის დამცავი კრემი ესაჭიროებათ, რადგან მათი კანი უფრო მგრძნობიარე და გაღიზიანებისკენ მიდრეკილია. განსაკუთრებული დაცვისთვის სასურველია, გამოვიყენოთ “ბიუბხენის” დამცავი კრემი „ულტრა სენსიტივი“, რომელიც შექმნილია ახალშობილის ე.წ. პირველქმნილი ანუ ხაჭოსებრი საცხის შთაგონებით და ისევე იცავს ბავშვის კანს, როგორც ის დედის საშვილოსნოშია დაცული სანაყოფე წყლებისგან. დამცავი საშუალება მცირეწონიანი და დღენაკლული ბავშვებისთვის ბუნებრივ ბარიერს ქმნის და როგორც საფენისგან გამოწვეული დისკომფორტის, ისე გაღიზიანების და სხვა უფრო შორს წასული გართულებებისგან იცავს.
პუდრი გამოიყენება ჯანსაღ კანზე და მისი დანიშნულება ზედმეტი ტენის მოცილებაა. ასევე, მას ვიყენებთ ნაკეცებზე და საფენის ზედაპირზე ხახუნის შესამცირებლად.
ხარისხიან პუდრს, მაგალითად, „ბიუბხენს“ შემდეგი თვისებები ახასიათებს: შთანთქმის მაღალი ხარისხი, არ უნდა ახშობდეს ფორებს და კანს უნდა ძლევდეს სუნთქვის საშუალებას. სწორედ ამიტომ, სასურველია, არჩევანი გამოცდილ, პედიატრების მიერ რეკომენდებულ ევროპულ ბრენდზე შევაჩეროთ.
აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინების გამო, საქართველოში „ბიუბხენს“ ბევრი დედა ენდობა. როგორც „ბიუბხენის“, ისე სხვა სანდო ბრენდის პროდუქტის შერჩევამდე უმთავრესია, სწორად ამოვიცნოთ პრობლემა და შემდეგ შესაბამისი საშუალებით აღმოვფხვრათ ის.