რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვი გადმოვარდა
რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულის აივნიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვი გადმოვარდა. მცირეწლოვანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მძიმე მდგომარეობაში კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.