თუ ორთოდონტთან ვიზიტს გეგმავ შენთვის ან შენი ოჯახის წევრისთვის და გინდა მეტი გაიგო ბრეკეტების შესახებ, მაშინ ეს სტატია შენთვისაა. თანაც სტატიის ბოლოს საინტერესო აქციის შესახებაც შეიტყობ.
მართალია, ბრეკეტებისთვის ყველაზე ეფექტურ ასაკად 9-14 წელია მიჩნეული, თუმცა ბრეკეტების გაკეთება ნებისმიერ ასაკში შედეგიანია. რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, ის ინდივიდუალურია და 12-დან 24 თვემდე მერყეობს. მკურნალობის პროცესის სწორად წარმართვისთვის რეკომენდირებულია ორთოდონტთან თვეში ერთხელ ვიზიტი.
ბრეკეტებში ჩადებულია გარკვეული ინფორმაცია. თითოეული ბრეკეტი მასში ჩადებული ინფორმაციით განსაზღვრულ პოზიციაში აყენებს კბილს. ყველა კბილს თავისი ბრეკეტი აქვს, მაგალითად ეშვის ბრეკეტმა „იცის“, როგორ დააყენოს ეშვი ზედა ყბაზე და როგორ - ქვედა ყბაზე. ასევეა, ყველა სხვა კბილის შემთხვევაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბრეკეტის ხარისხი პირდაპირ განსაზღვრავს მასში ჩადებული ინფორმაციის სიზუსტეს, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს ორთოდონტიული მკურნალობის შედეგს.
გარდა ბრეკეტის ხარისხისა, ძალიან მნიშვნელოვანია ექიმი ორთოდონტის ფაქტორი გამომდინარე იქიდან, რომ ორთოდონტიული მკურნალობისას ყველა პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. ექიმმა ზუსტად უნდა შეარჩიოს ბრეკეტი კონკრეტული პაციენტის საჭიროებების შესაბამისად. აუცილებელია, განსაზღვროს, პაციენტის სტანდარტული რეცეპტით მკურნალობა არის შესაძლებელი, თუ ინდივიდუალური რეცეპტით შედგენილი ბრეკეტების გამოყენება იქნება საჭირო. ხშირია, როცა ორთოდონტიული მკურნალობისას მხოლოდ ბრეკეტები საკმარისი არ არის და საჭიროა სხვადასხვა დამატებითი ელემენტების გამოყენება, რაც ორთოდონტის მხრიდან ბიომექანიკის მაღალ დონეზე ცოდნას მოითხოვს. ეს კი, თავის მხრივ, მუდმივი დიპლომისშემდგომი განათლებით მიიღწევა.
თანამედროვე ორთოდონტია არ არის ორიენტირებული მხოლოდ კბილების გასწორებაზე. თანამედროვე ორთოდონტია გულისხმობს სწორ თანკბილვას, ჯანმრთელ სახსარს და გაუმჯობესებულ გარეგნობას.
ქ. ხიზანიშვილის სტომატოლოგიური ცენტრი სწორედ თანამედროვე მიდგომებზე ორიენტირებული და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრია. ცენტრში ზედმიწევნით არის დაცული მსოფლიო სტანდარტები და პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შესაბამისი რეგულაციები. აქ მუშაობენ გამოცდილი, პროფესიონალი ექიმები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ცენტრში სტომატოლოგიის და ორთოდონტიის თანამედროვე ტენდენციებისა დანერგვას.
ქეთევან ხიზანიშვილი ამ კლინიკის დამფუძნებელი და სამედიცინო ხელმძღვანელია, რომელსაც სტომატოლოგიაში 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება და სხვადასხვა სპეციალობებში მუშაობის ლიცენზია აქვს.
ქეთევანის მნიშვნელოვანი წარმატებებიდან აუცილებლად უნდა აღინიშნოს კონკურსში „პრიზმაჩემპიონატი“ მონაწილეობა და ნომიცანიაში „წინა კბილების მხატვრული რესტავრაცია“ საქართველოს ჩემპიონის სტატუსის ორჯერ მოპოვება. ასევე, საინტერესოა ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსზე მის მიერ არაერთი პრიზის, მათ შორის „დენტალური ფოტოაპარატის“ აღება.
აქცია
ქ. ხიზანიშვილის სტომატოლოგიურ ცენტრში ჩატარებული ორთოდონტიული მკურნალობის რეალური შედეგების სანახავად შეგიძლია, გაეცნო ფოტომასალას შემდეგ ბმულებზე:
https://www.facebook.com/khizanishvilidentalcenter/
https://instagram.com/kkhizanishvilidentalcenter?igshid=1dttfztiton4s
თუ შენთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღე და უკვე ორთოდონტთან ვიზიტიც გადაწყვიტე, ქ. ხიზანიშვილის სტომატოლოგიურ ცენტრში პროფესიონალი ექიმები გელოდებიან, სადაც ნოემბრის თვის ბოლომდე ნებისმიერი სახის ბრეკეტზე 150-ლარიან ფასდაკლებას მიიღებ. თანხა შეგიძლია ორ ნაწილად გადაიხადო ან ისარგებოლო საქართველოს ბანკის განვადებით.
დროა გაილამაზო ღიმილი.
R