მომღერალი ნინა სუბლატი სამი თვის წინ გახდა პატარა ალექსანდრეს დედა. ინსტაგრამზე 3 თვის პატარას ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით:
"3 თვის გახდა ეს სიმშვიდის დამრღვევი, ცხოვრების სტილის ამრევი და ზურგის კუნთების ტრენაჟორი".
გამომწერები აღნიშნავენ, რომ ბავშვი ძალიან ჰგავს დედას და ნამდვილად ასეა.